სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელ ლონდა თოლორაიას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, თოლორაიამ განაცხადა, რომ მისი სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას რაც შეეხება,  თოლორაიას თქმით, საუბარი ამ საკითხზე ზოგადი გახლდათ:

,,პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს უკვე გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა დარღვევა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ამიტომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვესაუბრა ყველა დეტალზე, რადგან ეს გადაწყვეტილება არის საჯარო. ხოლო რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ზოგადად, იმ ფარგლებში რა ფარგლებში საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას” – განაცხადა თოლორაიამ.

მსგავსი თემები