„კარგად გამოჩნდა ვერნიკეს ენცეფალოპათიის ნიშნები, რაც წინა პლანზეა წამოსული“ – მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც მან ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოსტტრამვული აშლილობა სახეზეა, რომელსაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება.

„ნათლად არის წარმოდგენილი ნევროლოგიური პრობლემები.  გამოიკვეთა გარკვეული ეჭვები ენდოკრინულ პრობლემებთან დაკავშირებით. კვლავ რჩება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა.  საჭიროა მულტიდისციპლინური, ინტენსიური მკურნალობა და რეაბილიტაციის  კურსი. პრეპარატ „კეტილეპტის“ მოხსნის შემდეგ, კარგად გამოჩნდა  ვერნიკეს ენცეფალოპათიის ნიშნები, რაც წინა პლანზეა წამოსული“ – განუცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს.

მისი შეფასებით, მკურნალობის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება, გორის ჰოსპიტალში ვერ ჩატარდება.

„დამატებითი გამოკვლევებიც უნდა იყოს ჩანიშნული. საჭიროა სხვადასხვა გამოკვლევა. მათ შორის ენდოკრინული კვლევა, გარკვეული პათოლოგიების დადგენის მიზნით.  ფსიქო-რეაბილიტაცია  ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც არ ტარდება აქ. საჭიროა კომპლექსური მიდგომა“ –  განაცხადა ჟურნალისტებთან  მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი თემები