ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

როგორ მოხდება გადასახადის გადახდა, ვინ რა შეღავათით ისარგებლებს და რატომ მიიღებენ მოქალაქეები ორ ქვითარს – ამ და სხვა საკითხებზე, დღეს 11:00 საათზე თელმიკოს წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებენ.  

მსგავსი თემები