“შერიგების ფორმატში ისინი გულისხმობენ, რომ გაათავისუფლონ პატიმარი სააკაშვილი და ხელისულება ჩაიბარონ” – გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ შერიგებას გულისხმობს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის წინადადებას იწონებს, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პროცესში მონაწილეობა არ სურთ. 

“საქართველოს პრეზიდენტის ეს ინიციატივა არის ძალიან კარგი, თუმცა მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ განცხადებები გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობაში, როდესაც მოვუწოდებთ ჩვენს ოპოზიციას დღემდე, რომ მოვიდნენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ. ქუჩაში წასული ოპოზიცია უნდა დაბრუნდეს პარლამენტში. მე მგონი ეჭვი აღარავის ეპარება, მათ შორის მათი საჯარო განცხადებების შემდგომ, რომ შერიგების ფორმატში ისინი გულისხმობენ იმას, რომ გაათავისუფლონ პატიმარი სააკაშვილი და ხელისულება ჩაიბარონ. ეს არის მათი შერიგების ფორმა. ამას არც მალავენ და აღარავის აღარ სჯერა მათი ამ ე.წ. შერიგების,” – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი თემები