ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს ზეკანონური გარემოებები, რომელიც საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის პასუხისმგებლობას გამორიცხავს

დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილს ასამართლებს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების სურვილისთვის და ქვეყნის განვითარებაში თავისი კონტრიბუციის განხორციელებისთვის, – ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

შოთა თუთბერიძე აცახდებს, რომ არსებობს ზეკანონური გარემოებები, რომელიც საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

„მიმდინარე პროცესის მიმართ აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება, ისევე როგორც ყველას, ვისაც არ ამოძრავებს პოლიტიკური შურისძიების ან პირადი ბრაზის ინსტიქტები. მიმდინარე პროცესი არის უბრალოდ ნონსენსი, როცა საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ საქართველოში ჩამოსვლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა ჩამოსასვლელი გზა ჩაუკეტეს, ემუქრებოდნენ ფარულად, არ ჩამოსულიყო, დაიჭერდნენ, არ აპირებდნენ მის შემოშვებას საქართველოში, სააკაშვილმა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ჯოჯოხეთის გამოვლით მართლა მოახერხა დაბრუნება სამშობლოში. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება მას ასამართლებს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების სურვილისთვის და ქვეყნის განვითარებაში თავისი კონტრიბუციის განხორციელებისთვის.

სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ყოველთვის ის ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიძლება, არღვევდეს კიდეც კანონდებლობას. მოცემულ მომენტში მიხეილ სააკაშვილს კანონმდებლობა არ დაურღვევია და ამაზე იქნება საუბარი არსებითი განხილვის დროს. თუმცა რომ ჩავთვალოთ, რომ კანონმდებლობა ფორმალური თვალსაზრისით დაარღვია, არ დამალულა, ის არის მესამე პრეზიდენტი, საქმეს ახლავს თან კონტექსტი, რომელიც გამორიცხავს, როგორც ქმედების შემადგენლობას, ასევე თავად მიხეილ სააკაშვილს ბრალს. არსებობს საქმის კონტრაქტი, მათ შორის არსებობს ზეკანონური გარემოებები, რომლებიც გამორიცხავენ პირის პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები