მარიუპოლში დაღუპული 210 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკრაინის ტერიტორიაზეა გადასვენებული

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვოს მთავარი სამმართველოს განცხადებით, არსებული მდგომარეობით, მარიუპოლში დაღუპული 210 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკრაინის ტერიტორიაზეა გადასვენებული.

,,მარიუპოლში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი, ტყვეთა მკურნალობის საკოორდინაციო შტაბის ძალისხმევით მიმდინარეობს. ყველა დაღუპული ჯარისკაცი უნდა დაბრუნდეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. და თითოეულ მათგანი სამხედრო პატივით წაემართება ბოლო გზაზე”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის ძალების ტყვეობაში 2500-ზე მეტი ადამიანია.

მსგავსი თემები