ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. დეპუტატებმა კენჭი “ქართული ოცნების” წევრს ჯუმბერ იზორიას და პარტია “საქართველოსთვის” წევრს შოთა წურწუმიას უყარეს. ხმები კი ასე გადანაწილდა: 13 ხმა ჯუმბერ იზორიამ, 12 კი შოთა წურწუმიამ მიიღო, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

სხდომის დაწყებისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ ისინი პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს, თუმცა კენჭისყრის შემდეგ იზორიას თავის თანანპარტიელების გარდა კიდევ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულოს სულ 27 დეპუტატი ჰყავს. მანდატები ასეა გადანაწილებული: “ქართული ოცნება” 12 მანდატი, “ერთიანი ნაციონლური მოძრაობა” 7, პარტია “საქართველოსთვის” 7, “ლელო” 1.

მსგავსი თემები