ე.წ. ტყუპი პანდემიის მოსალოდნელი ტალღა – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ისევ საგანგაშოა – ამ ფონზე კი სპეციალისტები ქვეყანაში “ომიკრონის” დაფიქსირებას 2 კვირის ვადაში ელოდებიან. ახალი შტამი, “ტვინდემია” და სეზონური გრიპი – ეს ის გამოწვევებია რის წინაშეც დგას ჯანდაცვის სისეტემა. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება იმის გარანტია, რომ ქვეყანაში დამატებითი ეპიდემიური ტალღა გრიპთან მიმართებაში მაინც არ განვითარდეს. სხვა შემთხვევაში ექიმები სავალალო სცენარს აანონსებენ. 

“თუ ჩვენ გვინდა, რომ თავიდან ავირიდოთ ეს ე.წ. ტყუპი პანდემია, ანუ “ტვინდემია”, აუცილებელი და ერთადერთი ნაბიჯი არის, პირბადე, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ დამატებითი ეპიდემიური ტალღა გრიპთან მიმართებაში მაინც არ გვექნება,” – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში COVID-19-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა, 3562 კი დაინფიცირდა. 

მსგავსი თემები