ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი მაღაზიაში დანთებული სანთლიდან გაჩნდა, ასევე ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სადენებს გაუჩნდა.
ადგილზე მეხანძრე – მაშველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.