„არ აგარევინებთ“ – პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება

მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება. აქცია 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობასა და დარბევას ეხება და მისი სლოგანია „არ აგარევინებთ.“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები 7 ნოემბრის სისხლიან დღეებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ ამ რეჟიმის წარმომადგენლები დღეს ხმის ამოღებას ვერ უნდა ბედავდნენ. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც უერთდებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. აქციაში შვილმოკლული მშობლებიც მონაწილეობენ. ამ წუთებში, სიტყვით გამოდის მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც მასობრივი დარბევა მოყვა. გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი. არაერთი ადამიანი დაშავდა. შედეგად კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ისევ მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

მსგავსი თემები