Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 487 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 790 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 688 804-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.09%.