ნატანებში, ტრაგიკულად გარდაცვლილი პაატა მახარაძის (ბართოლომეო) სახელობის ქუჩა გაიხსნა

21 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის, სოფ. ნატანების ცენტრში, პაატა მახარაძის (ბართოლომეო) სახელობის ქუჩა გაიხსნა. პაატა მახარაძე 6 სექტემბერს ტრაგიკულად, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მოსახლეობამ კი მისი სახელის უკვდავსაყოფად, მისივე სახელობის ქუჩა გახსნა.

პაატა მახარაძის ქუჩის გახსნის იდეა პაატას მეგობარს, სოფიო ღლონტს გაუჩნდა, რომელიც ქალბატონ ნაირა კვაჭაძის დახმარებით განხორციელდა. ნატანები კი პაატა მახარაძის მშობლიური სოფელია, სადაც მან ბავშვობა გაატარა.    

პაატა მახარაძე – ბართოლომეო (პაატას ფსევდონიმი გამოცხადების შედეგად) მთელი ცხოვრება მან შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა. ამავდროულად იყო პოეტი, წერდა ლექსებს, თუმცა, მისი შემოქმედების შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაიგო და ეს მის დის, გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი მევიოლინეს, ბელ ბერკემერ-მახარაძის დამსახურებით მოხდა.  

მან, ანდერძიც კი დატოვა. გარდაცვალებამდე კი ოჯახს სთხოვა, რომ საფლავის ქვაზე მისი ფოტო არ გაეკეთებინათ, რომელიც ოჯახმა აუსრულა და ფოტოს ნაცვლად, ქვაზე პაატას „ანდერძი“ დაიტანეს:

/ ა ნ დ ე რ ძ ი /

მე რომ მოვკვდები, ნუ დამიტირებთ,

– არა ვარ ღირსი,

მინდორს მიმაგდეთ, ლეშს ფრინველი ჭამს,

– ხვედრია მისი,

სულზე ილოცეთ, ცოდვა ბევრი მაქვს,

– ჩემი თუ სხვისი,

მოინანიეთ, ნუ დაიზარებთ,

-ხსნის გზაა ვიცი.

/ბართოლომეო/

მსგავსი თემები