პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა – დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი, რომლებიც საქართველო-გერმანიას შორის მოქმედი თაღლითური ფინანსურ სქემით დიდი ოდენობით თანხებს დაეუფლნენ. 

“გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შს სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი იქნა დაკავებული.

2015 წელს საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყაიბეს შეთანხმებული, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ისინი თაღლითურად დაეუფლენენ გერმანიის ფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია,”- აცხადებენ პროკურატურაში. 

მსგავსი თემები