“თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. ამის შესახებ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. 

სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ვიდრე ის დაპატიმრებულია, საკვებს არცერთი ფორმით არ მიიღებს.

“სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება, ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე,” – წერს სააკაშვილი.

გუშინ, 19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ციხეში ექიმთა კონსილიუმი იმყოფებოდა. 

როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, მათ კონსილიუმის დოკუმენტები განიხილეს და პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მე-20 დღეა შიმშილობს.

მსგავსი თემები