დაახლოებით 4 საათია, ციხეში ხანძარს აქრობენ

  •  

რუსთავის 17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარს ისევ აქრობენ. ადგილზე სახაnძრო-სამშველო 11 ბრიგადა იმყოფება. ადგილზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც.

როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა.

„#17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. აქვე განმარტავთ, რომ #17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (#5, #6, #12, #16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებiთ, ყველა პატიმარს ექნება საშუალება. საკუთარი ოჯახის წევრს დაუკავშირდეს.

მსგავსი თემები