საქართევლოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 001-ია, საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 429, აჭარაში – 348, იმერეთში – 902. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 პირი, მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 96, იმერეთში – 291. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 26, იმერეთში – 28. 623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 307 – თბილისში, 18 – აჭარაში. 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 52, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 5 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 222 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.