“ძალიან დაძაბული პოლიტიკური ფონია” – ნინო ლომჯარია

  •  

ძალიან დაძაბული პოლიტიკური ფონია, არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რამაც შეიძლება, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. არის ძალიან დაძაბული და დაპირისპირებული პოლიტიკური ფონი, ძალიან მაღალია ალბათობა მოქალაქეებს შორის ფიზიკური თუ სხვა ტიპის დაპირისპირების.

ამიტომ არავინ, არც ხელისუფლების მხრიდან და არც ოპოზიციის მხრიდან არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, ან არ უნდა წააქეზოს ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.

რა თქმა უნდა, ყველა პარტიის და მოქალაქის უფლებაა შეკრება, თუ ეს იქნება მშვიდობიანი და არა აგრესიული. თუმცა კონტექსტს მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ყველა პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით სახელისუფლო პოლიტიკური ძალა, იმოქმედებს მაღალი მოქალაქეობრივი გრძნობით“,- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები