ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაიბარა. ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად, ლილუაშვილსი უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

“მაღალი ალბათობით ეს არის ინფორმაციის მოწოდება, დამატებითი ინფორმაცია, არ ვიცი, როგორც მოგახსენეთ წინა ჯერზე დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მოვისმენ აუცილებლად. თუმცა, სუს-ი და მე, როცა სააკაშვილი გახმიანდება ხოლმე ამ ქვეყანაში ძალიან ვმეგობრობთ, მაგ დროს სულ მიბარებენ და რაღაცეებს მეკითხებიან, ეს ხუმრობით, თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნახევრად ხუმრობით”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები