“საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის მოპარვა” – მამუკა მდინარაძე ენმ-ს კენჭისყრის დღეს დაგეგმილ შესაძლო დესტრუქციულ გეგმაზე

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნოდ, კენჭისყრის დღეს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შესაძლო დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს. მდინარაძე იმ გეგმას ასაჯაროებს, რომელიც მისი თქმით, ენმ-ს ოფისიდან არის გაჟონილი. 

როგორც მდინარაძე აცხადებს, არჩევნების დღეს იგეგმება საარჩევნო უბნებიდან ინვენტარის, დოკუმენტაციისა და ბეჭდების მოპარვა.

“განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კენჭისყრის დღე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები და დესტრუქციული გეგმები არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი. 

დესტრუქციული გეგმების შესახებ ენმ -ს ოფისებიდან მრავალი გამოჟონილი ინფორმაცია შემოდის. ყურადღებას გავამახვილებთ მოსალოდნელ დესტრუქციულ გეგმებზე. 

2020 წლის არჩევნების ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც გეგმავენ ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობის საჩივრების შეტანა, აღნიშნულის მიზანია ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა და კომისიების საქმიანობას შეექმნას დაბრკოლება. 

საჩივრების ელექტრონული პლატფორმის შემოღებასთან ერთად საჩივრების შეტანა არსებითად გამარტივდა. 

ცალკეულ უბნებზე იგეგმება, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის მოპარვა. ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნებზე ბიულეტენების გამოტანის გზით გეგმავენ დისბალანსის გამოწვევას. 

ასევე, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დანიშნული კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს. ამგვარი უკანონო დავალებების გამცემები და შემსრულებლები კანონის წინაშე აგებენ პასუხს,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები