თემქაზე და გურამიშვილის გამზირზე ახალი სკოლები აშენდება

თბილისში, თემქაზე და გურამიშვილის გამზირზე სკოლების მშენებლობა დაიწყება.

როგორც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქის და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, წელს თემქის 138-ე და გურამიშვილის გამზირზე მდებარე 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება.

 “ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე ეს ორი სკოლა და მათი მდგომარეობა დროულ რეაგირებას ითხოვდა. მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარს და განათლების სამინისტროს გვაქვს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი სამუშაო პროცესი,” – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მშენებლობის პროცესი წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

მსგავსი თემები