“ამ შემადგენლობით, ანაკლიის პორტს ვერ ვხედავ, “თიბისი ჯგუფისა” და სახელმწიფოს ინტერესები აცდენილია” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი  დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სახელმწიფო კარგად მოიქცა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება რომ გაუწყვიტა.

როგორც დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ინტერესი, ფულის შოვნა და სახელმწიფო თანხების მითვისება იყო. 

„ამ შემადგენლობით, რომლითაც ცდილობენ ანაკლიის პორტის აშენებას, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ. მომავალში თუ სერიოზულად მიუდგებიან ამ პროექტს და მართლა გაითვალისწინებენ სახელმწიფოსთვის მნიშვნელობას ამ პროექტისას, მაშინ განხორციელდება. თავიდან, ეს პროექტი იყო გარკვეული ჯგუფის მიერ ფულის შოვნის და სახელმწიფოს ფულის მიტაცების საშუალება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

დეპუტატის შეფასებით, „თიბისი ჯგუფის“  და სახელმწიფოს ინტერესები განსხვავებულია. მისი თქმით,  ანაკლიის პროექტი, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარებაზე დიდ გავლენას არ მოახდენს.

„თიბისი ჯგუფის“ ინტერესები საკმაოდ აცილებულია სახელმწიფოს ინტერესებს. თუ  სახელმწიფო მოძებნის რეალურ ინვესტორს, ან თუნდაც სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას, კარგი იქნება. რაც მეტი პორტი იქნება ქვეყნაში  და საშუალება, რომ  ჩვენმა ქვეყანამ განავითაროს თავისი სატრანზიტო პოტენციალი კარგია. თუმცა, დიდი მოლოდინები როგორსაც ესენი გვიყვებიან, რომ ეკონომიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ტყუილია. დამიჯერეთ, ტრანზიტული ტვირთები არანაირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. თუ სამუშაო ადგილები აქ არ შეიქმნა და აქ არ დაიწყო პროდუქციის წარმოება, ცხოვრების დონეს ვერ  ავწევთ,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““ამ შემადგენლობით, ანაკლიის პორტს ვერ ვხედავ, “თიბისი ჯგუფისა” და სახელმწიფოს ინტერესები აცდენილია” – დავით ჭიჭინაძე”

  1. Dead composed content material, Really enjoyed reading.

  2. I’ve recently started a website, the information you provide on this web site has helped me tremendously. Thank you for all of your time & work.

  3. Enjoyed looking through this, very good stuff, thanks . “It is well to remember that the entire universe, with one trifling exception, is composed of others.” by John Andrew Holmes.

  4. Heya i’m for the first time here. I came across this board and I find It truly useful & it helped me out a lot. I hope to give something back and aid others like you aided me.