“საქართველოს მოსახლეობამ, როგორც გავრილოვის ჩამოსვლის დროს აჩვენა ღირსება, ასევე მოიქცევა ლავროვის ვიზიტის შემთხვევაში” – დავით ჭიჭინაძე

  •  

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ვიზიტი შეაფასა. 

როგორც დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის  შეხვედრა სერგეი ლავროვთან შედეგით ვერ დასრულდა.  მისი თქმით, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა ისევე მოიქცევა, როგორც სერგეი გავრილოვის შემთხვევაში.

„ზალკალიანმა რა უნდა დააჯეროს ლავროვს, იქნებ მთელმა საქართველომ უფრო მეტად გავაგონოთ ხმა ლავროვს, რას ვფიქრობთ რუსეთზე და რუსეთის ოკუპაციაზე. ზალკალიანი ვერ გამოდგა საქართველოს წარმომადგენლად ლავროვთან მოლაპარაკებების დროს, რის შემდეგაც დაგვცინეს. საქართველოს მოსახლეობამ, როგორც გავრილოვის ჩამოსვლის დროს აჩვენა ღირსება და გააგონა ხმა, რუსეთს, ასევე მოიქცევა ლავროვის ვიზიტის შემთხვევაში,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები