The Washington Times გიორგი გახარიას სტატიას აქვეყნებს – საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას

ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“. პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.

„ბოლო დღეებში უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დევს სასწორზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კონკურენტი გეოპოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. შავი ზღვა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ევროპის აღმოსავლეთის ფლანგზე, რითაც წვლილი შეაქვს ევროპის, ნატო-ს და აშშ-ის ინტერესების დაცვაში მტრულად განწყობილი ძალებისგან. ამავე დროს, შავი ზღვა, ძვირადღირებული პროდუქციით, მათ შორის დიდი ოდენობის ამერიკული ექსპორტით, იქცევა ვაჭრობის გზაჯვარედინად ევროპიდან აზიაში და აზიიდან ევროპაში უმოკლესი მარშრუტის თვალსაზრისით. შავი ზღვა ასევე მდებარეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის ენერგორესურსების სატრანზიტო მილსადენების გეოგრაფიულ არეალში, რომლებიც მიედინება ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებისკენ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერი.

სტატიის თანახმად, რუსეთისთვის შავი ზღვა წარმოადგენს კარიბჭეს ისეთი სანუკვარი, მაგრამ დაშორებული ფრონტებისკენ, როგორიცაა სირია, ჩრდილოეთ აფრიკა და აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთის გარკვეული რეგიონები. თუმცა, შავი ზღვის საზღვრებს გარეთ გასასვლელად, ასევე მასში აშშ-ის და სხვათა შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რუსეთმა უნდა განახორციელოს ზეწოლა შავიზღვისპირა სხვა ქვეყნებზე, რომლებიც მდებარეობენ ბოსფორის სიახლოვეს. ბოსფორის სრუტე, თურქეთის გავლით, ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვას და მსოფლიო ოკეანის უფრო მსხვილ ნაწილებს სამხრეთით. ხსენებული ზეწოლა გამძაფრდა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის მიტაცების შემდეგ. მანამდე კი, 2008 წელს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაცია, საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი

მსგავსი თემები