როგორ დააკავეს თავდამსხმელი – შსს ვიდეომასალას ავრცელებს

როგორ დააკავეს მძარცველი გიორგი ნარსია და როგორ გამოიყვანეს მძევლები ბანკიდან,  შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეომასალას ავრცელებს.

მეტი...

მძარცველი, რომელიც დააკავეს, გიორგი ნარსიაა

პოლიციამ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გიორგი ნარსია  დააკავა. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე  მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

„ფიქტიური რეფერენდუმი“ – ნატოს გენერალური მდივანი

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ატოს გენერალური მდივანიც აკეთებს, როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, ეს არის ფიქტიური პროცესი. „ფიქტიურ რეფერენდუმებს არ გააჩნიათ ლეგიტიმურობა და არ ცვლის  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა”, – ატოს ნატოს გენერალური მდივანი. შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმების ჩატარება იგეგმება. „ეს ყველაფერი სისხლისსამართლებრივად ისჯება“ – სტეფანჩუკი რეფერენდუმზე

მეტი...

„ეს ყველაფერი სისხლისსამართლებრივად ისჯება“ – სტეფანჩუკი რეფერენდუმზე

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფერენდუმს უკრაინული მხარე ეხმიანება. როგორც რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, მსგავსი ქმედებისთვის სასჯელიც შესაბამისი იქნება. „მივმართავ მათ, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს “რეფერენდუმში”, მის ორგანიზებაში მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი სისხლისსამართლებრივად ისჯება. 150-ჯერ აწონ-დაწონეთ, ღირს თუ არა მონაწილეობის მიღება ამ შთაგონებულ ავანტიურაში, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო ხელისუფლება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა. მისივე თქმით, ეს არის საშუალებები ხელში უნებართვოდ ჩაიგდონ ძალაუფლება, რომელიც უკრაინელ ხალხს ეკუთვნის.  

მეტი...

შსს ადასტურებს, რომ მძარცველი დაკავებულია

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი ადამიანი დაკავებულია. საუბარია თავდამსხმელზე.    

მეტი...

მძარცველი დაკავებულია, მძევლები გაათავისუფლეს

ქუთაისში, „საქართევლოს ბანკის“ ფილიალში მძევლების გათავსუფლების ოპერაცია დასრულდა, თავდამსხმელი დააკავეს, ყველა მძევალი ბანკის შენობიდან გამოიყვანეს. შსს-ს მხრიდან ოფიციალური განცხადება ამ ეტაპისთვის არ გაკეთებულა.

მეტი...

პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას 87 ხმით დაუჭირა მხარი. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ  შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. „ცოტნე ყავლაშვილი ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურში ფასდება და ადამიანს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა აქვს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენისას.

მეტი...

თავდამსხმელმა მოთხოვნა შეცვალა და 2 მილიონის ნაცვლად 1.5 მილიონს ითხოვს (ვიდეო)

საქართველოს ბანკში შეჭრილი მძარცველი, რომელსაც ამჟამად 9 მძევალი დარჩა, მოთხოვნას ცვლის. კერძოდ, 2 მილიონი დოლარის ნაცვლად, 1.5 მილიონ დოლარს ითხოვს. როგორც მძევალი აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მხოლოდ 2 გოგოს (მძევალს) დაიტოვებს, დანარჩენებს გაათავისუფლებს. დიდი ალბათობით, მძარცველის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია, რადგანაც, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც მასთან ფანჯრიდან ჰქონდა კომუნიკაცია, სახელით – „დათო“-თი მიმართავდა.

მეტი...

თუ 2 მილიონსა და უსაფრთხოებას არ მიიღებს, მძარცველი აფეთქებით იმუქრება

„საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში ვითარება უცვლელია. მძარცველს მძევლები ისევ გამოკეტილი ჰყავს და თუ მის მითხოვნებს არ შეასრულებენ, აფეთქებით იმუქრება. 12 მძევლიდან, ბანკის შენობაში 9 მძევალი რჩება. არსებული ინფორმაციით, 3 მძევალი მან ბანკის შენობიდან გაუშვა. მძევლები ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, თავდამსხმელი სამხედრო პირი არ უნდა იყოს, თუმცა, საფრთხილოა ის, რომ ის ფსიქოლოგიურად მდგრადი არ არის და შესაძლოა, გადაწყვეტილება მომენტალურად მიიღოს. მძარცველი აცხადებს, რომ ის ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს და თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, ურჩევნია ასაფეთქებელი აამოქმედოს. ფულის მიღების შემთხვევაში, ის 2 გოგოს…

მეტი...

მძარცველმა 3 მძევალი გაათავისუფლა

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში, სადაც მძარცველი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ვითარება კრიტიკულია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 12 მძევალიდან 3 გათავისუფლებულია. ის თავდამსხმელმა გაუშვა. სავარაუდოდ, გათავისუფლებულებიდან ერთ-ერთი ის ქალია, რომელიც ცუდად გახდა. მძევლების გათავისუფლებას, ამ ეტაპისთვის, შსს არ ადასტურებს. მძარცველი 2 მილიონ დოლარს, უსაფრთხოებას, ტრანსპორტს, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს.  

მეტი...

,,ფსევდო “რეფერენდუმი” არაფერს შეცვლის – უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების გათავისუფლებას”- დმიტრო კულება

,,არც „რეფერენდუმები“ და არც ჰიბრიდული „მობილიზაცია“ არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების გათავისუფლებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება აგრესორ სახელმწიფოდ. ,,ფსევდო “რეფერენდუმი” არაფერს შეცვლის. არც რაიმე ჰიბრიდული “მობილიზაცია” მოხდება. რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილებს. უკრაინას აქვს სრული უფლება გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა რას იტყვის რუსეთი”, – აღნიშნა კულებამ. ცნობისთვის,  სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.

მეტი...

,,მე 25-30 წელი ციხეში არ ჩავჯდები – შემოყარეთ ფული”- თავდამსხმელი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო ვრცელდება, სადაც თავდამსხმელი აცხადებს, რომ არ აპირებს პოლიციას ჩაბარდეს. ,,მე 25-30 წელი ციხეში არ ჩავჯდები. ქალები გამოუშვა კი არა, ცეკვა-ცეკვით გამოვალ ახლა. შემოყარეთ ფული”- ყვირის ვიდეოში თავდამსხმელი. შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მეტი...

„ფული მოიტანეთ რა გეხვეწებით, ფულის ღორებო“ – მძევლები პოლიციელებს (ვიდეო)

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილები სამართალდამცველებს 2 მილიონის მიტანას სთხოვენ. „ფული მოგვეცით ფული ფული ფული, დადევით ფული და არ გვერჩის არაფერს. ფული შემოუშვით, დადეთ ეს 2 მილიონი, ფულის ღორები ხომ არ ხართ“ – მძევლები პოლიციელებს მიმართავენ. „ფული შემოყარეთ ფანჯრიდან“ – იძახიან მძევლები. ვიდეომალასას „საქართველოს ბანკიდან“  ფეისბუქ გვერდზე თავად მძევლები ავრცელებენ.

მეტი...

ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ქუთაისშია. ვახტანგ გომელაური ქალაქში ვერტმფრენით ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. არსებული ინფორმაციით, გომელაური ამ დროისთვის უწყების მაღალჩინოსნებთან ერთად საგანგებო თათბირს მართავს. მინისტრს მედიასთან  კომენტარები ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მეტი...

,,სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ უსაფრთხოდ დასრულდეს ოპერაცია”- ოხანაშვილი

,,სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ უსაფრთხოდ დასრულდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ოპერაცია,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელის შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მხრიდან კრიმინოგენური ვითარების თაობაზე დასმული კითხვები, არასერიოზულია. ,,უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, შსს და ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია. იმედი მაქვს, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ იქნებიან და შესაბამის პირსაც დააკავებენ. შესაძლებლობა უნდა მივცეთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ დასრულდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ოპერაცია. ჩვენ ყველა…

მეტი...

,,როგორ დავმშვიდდეთ გვაფეთქებს – რაის ქალები გამოვუშვა ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო”- ქუთაისში ვითარება კვლავ დაძაბულია

ქუთაისში, საქართველოს ბანკში ვითარება კლავ დაძაბულია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი მძევლის მიერ გადაღებული ახალი ვიდეო. როგორც კადრებში ჩანს, შეიარაღებულ თავდამსხმელს ერთ-ერთი მძევალი კაცი შებოჭილი ჰყავს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ვიდეოდან ირკვევა, რომ მძარცველი არ აპირებს ტერიტორიიდან რომელიმე მძევლის გამოშვებას: ,,რაის ქალები გამოვუშვა ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო”- აცხადებს  თავმდასხმელი. მძევლები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი არც მათ გათავისუფლებას აპირებს და არც ვინმეს ჩანაცვლებას. ,,არ უშვებს ქალებს და შემოგვაწოდეთ, ფული, რომ ყველა ერთად გამოვიდეთ,”- აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ქალი. ამასთან, ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივიდან ირკვევა, რომ ბანკში მყოფი ერთი ქალი შეუძლოდ გახდა და წამალი…

მეტი...

,,ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც”- ირაკლი ქადაგიშვილი ბანკზე თავდასხმაზე

,,ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც, შესაბამისად, შსს შესაბამის ზომებს იღებს,”- ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას. ქადაგიშვილი იმედოვნებს, რომ დამნაშავეს დააკავებენ. ,,მოგეხსენებათ, რომ აქამდე ორი შემთხვევა იყო ასეთი საკმაოდ გახმაურებული – ერთი იყო ესებუა, რომელიც დღესაც ძებნაშია, მეორე იყო ყვარელში, სადაც დამნაშავე დაკავებულია და იმედი ვიქონიოთ, რომ აქაც მშვიდობიანად დასრულდება და დამნაშავე დაკავებული იქნება. ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც, შესაბამისად, შსს შესაბამის ზომებს იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინციდენტი განიმუხტოს,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.…

მეტი...

,,დღემდე არ ვიცი, ვინ მედავება – არცერთი დამფუძნებელი არ მედავება, ამიხსენით, ვინ მედავება?”- ნიკა გვარამია

,,დღემდე არ ვიცი, ვინ მედავება რუსთავი 2-ის მხრიდან, “რუსთავი 2″ ვინ არის საერთოდ, რომ მედავებოდეს, ვინ არიან ის ადამიანები, ვის წინაშეც მე პასუხისმგებლობა დავარღვიე და ბოროტად გამოვიყენე ჩემი თანამდებობა”- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. გვარამიას თქმით, სამართლებრივი ფუნდამენტი ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობისა, მათ შორის სამოქალაქო სამართლებრივი, არ არსებობს. ,,დირექტორი პასუხისმგებელია მხოლოდ მის დროს მოქმედი დამფუძნებლების წინაშე, მე ვერ გავიგე გინ მედავება, მედავება სახელმწიფო, რომელმაც ჩაანაცვლა იურიდიული პირის სამართალსუბიექტურობის განსაზღვრისას ის ხალხი, ვის წინაშეც მე პასუხისმგებელი ვიყავი. ასეც რომ იყოს, როგორც ბრალდება მეუბნება,…

მეტი...

,,თქვენ რომ გხედავთ, ჩვენ ცუდად გვექცევა, წადით” – მძევალი სამართალდამცველებს მიმართავს

ქუთაისში ვითარება კვლავ დაძაბულია –  ვრცელდება ახალი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიმართავს ერთ-ერთი მძევალი სამართალდაცველებს, რომ  დატოვონ პერიმეტრი. “თქვენ რომ გხედავთ ჩვენ ცუდად გვექცევიან, წადით”- აცხადებს ერთ-ერთი მძევალი. შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი. “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები გამოძიება დაწყებულია  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.  

მეტი...

,,მოვუწოდებ ჩვენს ტელევიზიებს, გადაამოწმონ ინფორმაცია და მუდმივად სტრესში ნუ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას”- მაია ბითაძე

„ნებისმიერი რეფორმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ გატარდა, ყოველთვის მიზნად ისახავდა გარკვეული შეღავათების,  სუბსიდირების ან დახმარების პროგრამების ამოქმედებას“,-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე,  თითქოს სახელმწიფო აპირებს აკრძალოს გარკვეული ტიპის ავტომობილები და პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას.  „მინდა დავარწმუნო მოსახლება, რომ ეს სრული სიცრუეა და საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პარალელურად მიმდინარეობს გარკვეული კვლევები და ანალიზი, რომელიც  დაკავშირებულია ქვეყანაში გადაადგილების გაუმჯობესებასთან, ჰაერის ხარისხის მონიტორინგთან და დაბინძურების პრევენციასთან.  ამისთვის ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის საწვავის…

მეტი...

,,ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი, ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი”- ალეკო ელისაშვილი

,,ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ, ვისაც ასაკი ხელს უწყობს, უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი, ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი,” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება, სახელმწიფო უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ აძლიერებდეს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას. ,,გაოგნებული ვარ „ქართული ოცნების“ არხეინობით. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენს რეგიონში ყველა ჩვენი მეზობელი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. ამ დროს ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ? ჩემი აზრით, ნორმალური ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ აძლიერებდეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, უნდა აღადგენდეს და მწყობრში მოჰყავდეს განადგურებული სამოქალაქო თავდაცვის…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა წარადგინა

„ცოტნე ყავლაშვილი ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურში ფასდება საჯარო სამსახურში და ადამიანს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა აქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა წარადგინა. შალვა პაპუაშვილმა მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადავიდა ახალ ეტაპზე. აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევებით, დასტურდება, თუ რამდენად ახალ სტანდარტზეა გადასული სამსახური. ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ,…

მეტი...

,,თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია”- ნიკა გვარამია

,,თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია. ამიტომ მგონია, რომ უნდა შევეშვათ ოპოზიციას და სწორად წავიკითხოთ კვლევა,”- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც „ენდიაის“ კვლევას გამოეხმაურა. ნიკა გვარამიას თქმით, ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი. „ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებ ტელევიზიით, სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ ვხედავ, NDI-ის კვლევებზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი და საერთოდ გაუგებარია, რას ისახავს მიზნად. ძირითადში ეს ხდება კეთილი განზრახვებით, მაგრამ, რომ არ დაგიმალოთ, მე არ მესმის ამგვარი…

მეტი...

,,უნდა აღადგინოს სახელმწიფომ საყოველთაო გაწვევა და ყველამ უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი”-ალეკო ელისაშვილი

,,ყველა თეთრს უნდა ვაგროვებდეთ და ვიყენებდეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის. ჩვენ კი რას ვაკეთებთ?,” – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ,,ბიუჯეტში ცვლილებები შემოვიდა, პარლამენტში, 480 მილიონიდან მხოლოდ 80 მილიონი მიდის თავდაცვაზე, საიდანაც ახალი იარაღის შესყიდვაზე არის მხოლოდ 20 მილიონი ლარი. ეს არის სირცხვილი და არაადეკვატურობის მწვერვალი. ასე არხეინად როდემდე შეიძლება, ვიყოთ. არა და გასაორმაგებელია. პოლონეთის მაგალითს ვიტყვი, 5%-ია მთლიანი შიდა პროდუქტისა სამხედრო ბიუჯეტი, ჩვენ 1%-იც არა გვაქვს,”- აღნიშნა ელისაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება, სახელმწიფო უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ აძლიერებდეს საქართველოს თავდაცვის და…

მეტი...

,,კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს ელემენტარული განათლება მისცენ”- ლევან იოსელიანი

თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს დახვდათ გაორმაგებული ფასები უძრავ ქონებაზე, ფართების გაზიარებაც კი შეუძლებელი ხდება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას. მისი თქმით, სტუდენტების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ზრუნავდეს. „იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს მოტივაციას ვაძლევდეთ, მათ ოჯახებს ექმნებათ გაუთავებელი პრობლემა, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ელემენტარული პირობები განათლების მისაღებად. ხომ შეიძლებოდა, უნივერსიტეტსაც ჰქონოდა საბინაო ფონდი, და მერე ეს სტუდენტებისთვის მიეცა შეღავათიან ფასად. ხომ შეიძლება, სასწავლებლებს პასუხისმგებლობა გააჩნდეთ სტუდენტების წინაშე? ევროპაში, რომლისკენაც ვისწრაფვით, ეს პროცესი როგორაა, ყველამ კარგად ვიცით. იქ უნივერსიტეტებს…

მეტი...

2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, რუსული დროშა და ანკესი – თავდამსხმელს ახალი მოთხოვნები აქვს

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარის გარდა , ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს. აღნიშნულ მოთხოვნებს თავდამსხმელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აჟღერებს. ვიდეო ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში ისმის მძევლების საუბარი, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე წამზომია ჩართული. შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები გამოძიება დაწყებულია  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

მეტი...

,,ორი წელი გვეხვეწებოდა გოგაშვილი დასაქმებას, განაწყენდა და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს”- ირაკლი კობახიძე

,,ორი წელი გვეხვეწებოდა გოგაშვილი, მათ შორის პირადად მე დასაქმებას, განაწყენდა და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არ აპირებს ყოველდღიურ რეჟიმში გოგაშვილის ”აბსურდულ” განცხადებებზე კომენტარი გააკეთოს. „ყოველდღიურ რეჟიმში გოგაშვილის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. საზოგადოებისთვისაც მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი. აბსოლუტურად კომიკურია თითოეული განცხადება, რომელიც კეთდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში გოგაშვილის აბსურდულ განცხადებებზე კომენტარის კეთებას. ხალხი გამოდის და კრიმინალს აღიარებს, ეს ხომ საოცრებაა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ა.შ. გამოდიან და თურმე მთელი ეს წლები დანაშაულს სჩადიოდნენ. აბსოლუტურად კომიკურია…

მეტი...

იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

„გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და ჩვენს კოლეგებს ყველა პარტიიდან გთხოვთ მხარდაჭერას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც სახალხო დამცველს აქვს და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან რთულია, მან რეალურად გააკონტროლოს რამე ქვეყანაში. ჩვენ ვერავის ვენდობით, მაგრამ გადავწყვიტეთ, უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ ამ პროცესში და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამიტომ, „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და ჩვენს კოლეგებს ყველა პარტიიდან გთხოვთ მხარდაჭერას“, – აღნიშნა ხვიჩიამ. მისი თქმით, საქართველო უნდა წავიდეს ამერიკული მიმართულებით, სასამართლო უნდა გახდეს…

მეტი...

,,ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად რჩება 12 პირი”- შსს

ქუთაისში, ბანკზე თავდასხმასთან დაკავშირებით, შსს მორიგ განცხადებას ავრცელებს, საიდანც ირკვევა, რომ მძევლად ამ დროისათვის 12 პირია აყვანილი. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს მარტივი პრინციპები, სანქციებს არ ვუერთდებით”- ირაკლი კობახიძე

„ჩვენ გვაქვს მარტივი პრინციპები, სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო იცავს პრინციპს, რომ არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა. „ჩვენ გვაქვს მარტივი პრინციპები, სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად. ეს არის ჩვენი პრინციპი, რომელსაც ბოლომდე გავყვებით. ამ პრინციპს ვიცავდით დღემდე და დავიცავთ მომავალშიც. თუ დავინახავთ, რომ რაღაცა ქმედება ნიშნავს სანქციებისთვის გვერდის ავლას, ბუნებრივია, გვექნება შესაბამისი პოზიცია. ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ არ დაგვიშვია…

მეტი...

,,დღევანდელ ხელისუფლებას კუდიანად დანიშნული ჰყავს “ამერიკის აგენტები” – ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას კუდიანად დანიშნული ჰყავს “ამერიკის აგენტები”. ,,კუდიანის დევნა ძალიან ცუდი რამ არის, ნებისმიერ სიტუაციაში გაუმართლებელია, მაგრამ ეპოქაზე, ძალიან კარგად მეტყველებს ის, თუ ვინ ჰყავს საზოგადოებას თუ პოლიტიკურ სპექტრს და მითუმეტეს ხელისუფლებას, დანიშნული კუდიანად. ჩვენი ხელისუფლების დროს, ზვიად გამსახურდიას დროს, იყო კუდიანების დევნა და ეს ცუდია და მაშინ კუდიანებად დანიშნული გვყავდა რუსეთის აგენტები და ეს მეტყველებდა სახელმწიფოს პრიორიტეტზე – რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მიუღებელი ფორმით, მაგრამ პრიორიტეტზე.…

მეტი...

,,ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ”- ბანკზე თავდამსხმელი პირობას აყენებს

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი სამ საათში 2 მილიონ დოლარის მიღებას ითხოვს. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მძევალი ავრცელებს, ისმის თავმდასხმელის ხმაც, რომელიც აცხადებს, რომ  შენობაში ბომბებია განთავსებული. შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მას ათამდე მძევალი ჰყავს აყვანილი. ,,პირველადი ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი”- შსს – (mcm.ge)

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა”- ირაკლი კობახიძე

,,რადიკალურ ოპოზიციას პერიოდულად აქვს წამოცდენები, ზურაბ ჯაფარიძესაც წამოსცდა, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციამ დაინახა, რომ ომის რიტორიკა არ არის მომგებიანი. „რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ომის რიტორიკა არ არის მომგებიანი და პერიოდულად აქვთ წამოცდენები. ზურაბ ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა. ჩვენ ამ გზით ვერ წავალთ და ვერ გავყვებით მათ დღის წესრიგს. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მიზნები, ეს არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

მეტი...

,,ევროპის მოტაცება ვერ შედგა – პუტინი უკვე “ჩმორია”- ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ნიკა გვარამიამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპერაცია ევროპის მოტაცება ვერ შედგა. ,,პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად სრულიად გასაგები გახდა, რომ ოპერაცია ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა, რასაც ვულოცავ ჩემ თავს და მთელ საქართველოს პირველ რიგში, ჩემ შვილებს განსაკუთრებით და უკვე დროის საკითხია სავარაუდოდ, მე ასე მგონია, რომ მომავალ წელს, ამ დროს, უკრაინა იქნება გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში, ნუ ყირიმის გამოკლებით…

მეტი...

,,პირველადი ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. შსს-ის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. „პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – აღნიშნულია…

მეტი...