თუ 2 მილიონსა და უსაფრთხოებას არ მიიღებს, მძარცველი აფეთქებით იმუქრება

„საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში ვითარება უცვლელია. მძარცველს მძევლები ისევ გამოკეტილი ჰყავს და თუ მის მითხოვნებს არ შეასრულებენ, აფეთქებით იმუქრება. 12 მძევლიდან, ბანკის შენობაში 9 მძევალი რჩება. არსებული ინფორმაციით, 3 მძევალი მან ბანკის შენობიდან გაუშვა.

მძევლები ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, თავდამსხმელი სამხედრო პირი არ უნდა იყოს, თუმცა, საფრთხილოა ის, რომ ის ფსიქოლოგიურად მდგრადი არ არის და შესაძლოა, გადაწყვეტილება მომენტალურად მიიღოს.

მძარცველი აცხადებს, რომ ის ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს და თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, ურჩევნია ასაფეთქებელი აამოქმედოს.

ფულის მიღების შემთხვევაში, ის 2 გოგოს დატოვებას აპირებს, დანარჩენ მძევლებს გაათავისუფლებს.

 

მსგავსი თემები