,,დღემდე არ ვიცი, ვინ მედავება – არცერთი დამფუძნებელი არ მედავება, ამიხსენით, ვინ მედავება?”- ნიკა გვარამია

,,დღემდე არ ვიცი, ვინ მედავება რუსთავი 2-ის მხრიდან, “რუსთავი 2″ ვინ არის საერთოდ, რომ მედავებოდეს, ვინ არიან ის ადამიანები, ვის წინაშეც მე პასუხისმგებლობა დავარღვიე და ბოროტად გამოვიყენე ჩემი თანამდებობა”- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, სამართლებრივი ფუნდამენტი ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობისა, მათ შორის სამოქალაქო სამართლებრივი, არ არსებობს.

,,დირექტორი პასუხისმგებელია მხოლოდ მის დროს მოქმედი დამფუძნებლების წინაშე, მე ვერ გავიგე გინ მედავება, მედავება სახელმწიფო, რომელმაც ჩაანაცვლა იურიდიული პირის სამართალსუბიექტურობის განსაზღვრისას ის ხალხი, ვის წინაშეც მე პასუხისმგებელი ვიყავი. ასეც რომ იყოს, როგორც ბრალდება მეუბნება, ვის წინაშე ვარ პასუხისმგებელი? ამიხსენით, ვინ მედავება. ვინ არიან ის ადამიანები, ვის წინაშეც პასუხისმგებლობა დავარღვიე? ამაზე განმარტება არ გაკეთებულა პროცესის არც ერთ ეტაპზე.

დირექტორმა რაც არ უნდა ჩაიდინოს – „პორშე“ წაიღოს, ბინები წაიღოს, რა კონტრაქტიც არ უნდა დადოს, ასეც რომ იყოს ყველაფერი, როგორც ბრალდება გვეუბნება, მე ვის წინაშე ვარ პასუხისმგებელი? რაში მაინტერესებს სახელმწიფოს აზრი? ამას გარდა, სამოქალაქო სარჩელია ჩემ წინააღმდეგ და სწორედ ის არის განმსაზღვრელი და არა პროკურატურაში შეტანილი რაღაც განცხადება. საერთოდ არ ვიცი ეს რა ფორმაა, როდესაც გვერდის ავლით სამეთვალყურეო საბჭოში ვიღაც პაატა სალია იღებს გადაწყვეტილებას, თუ შეიძლება შეისწავლეთ გვარამიას საქმე. რა არის ეს, კონტროლის პალატა გამოიძახა თუ რას გვასწავლის ეს? არც აუდიტი ჩაუტარებია, არც სამეთვალყურეო საბჭოსთან ულაპარაკია. გულწრფელად გეტყვით, პასუხისმგებლობის სისხლის სამართლებრივი და სხვა ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივისაც კი, ფუნდამენტი არ არსებობს. სამართლებრივი ფუნდამენტი ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობისა, მათ შორის სამოქალაქო სამართლებრივი, არ არსებობს. არცერთი დამფუძნებელი არ მედავება. არავინ მედავება. ამიხსენით, ვინ მედავება? ერთადერთი ფუნდამენტი ჩემი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ჩემი დირექტორობის დროს იყვნენ დამფუძნებელი. ასეთი რამ არ არსებობს. შესაბამისად, ვერ ვიგებ ვინ მედავება,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები