,,ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ”- ბანკზე თავდამსხმელი პირობას აყენებს

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი სამ საათში 2 მილიონ დოლარის მიღებას ითხოვს. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მძევალი ავრცელებს, ისმის თავმდასხმელის ხმაც, რომელიც აცხადებს, რომ  შენობაში ბომბებია განთავსებული.

შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მას ათამდე მძევალი ჰყავს აყვანილი.

,,პირველადი ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი”- შსს – (mcm.ge)

მსგავსი თემები