„ეს ყველაფერი სისხლისსამართლებრივად ისჯება“ – სტეფანჩუკი რეფერენდუმზე

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფერენდუმს უკრაინული მხარე ეხმიანება. როგორც რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, მსგავსი ქმედებისთვის სასჯელიც შესაბამისი იქნება.

„მივმართავ მათ, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს “რეფერენდუმში”, მის ორგანიზებაში მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი სისხლისსამართლებრივად ისჯება. 150-ჯერ აწონ-დაწონეთ, ღირს თუ არა მონაწილეობის მიღება ამ შთაგონებულ ავანტიურაში, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო ხელისუფლება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

მისივე თქმით, ეს არის საშუალებები ხელში უნებართვოდ ჩაიგდონ ძალაუფლება, რომელიც უკრაინელ ხალხს ეკუთვნის.

 

მსგავსი თემები