,,ორი წელი გვეხვეწებოდა გოგაშვილი დასაქმებას, განაწყენდა და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს”- ირაკლი კობახიძე

,,ორი წელი გვეხვეწებოდა გოგაშვილი, მათ შორის პირადად მე დასაქმებას, განაწყენდა და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არ აპირებს ყოველდღიურ რეჟიმში გოგაშვილის ”აბსურდულ” განცხადებებზე კომენტარი გააკეთოს.

„ყოველდღიურ რეჟიმში გოგაშვილის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. საზოგადოებისთვისაც მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი. აბსოლუტურად კომიკურია თითოეული განცხადება, რომელიც კეთდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში გოგაშვილის აბსურდულ განცხადებებზე კომენტარის კეთებას. ხალხი გამოდის და კრიმინალს აღიარებს, ეს ხომ საოცრებაა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ა.შ. გამოდიან და თურმე მთელი ეს წლები დანაშაულს სჩადიოდნენ. აბსოლუტურად კომიკურია ეს ყველაფერი. ორი წელი გვეხვეწებოდა გოგაშვილი, მათ შორის პირადად მე დასაქმებას, განაწყენდა და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს. ალავიძესაც როგორც ჩანს, იგივე პრობლემა ჰქონდა, განაწყენდა, რომ უზენაესში არ დატოვეს. არ ვიცი, ეს შეიძლება ადამიანური მომენტია, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ასე უპირისპირდებიან ყველას და ყველაფერს, პირველ რიგში, სახელმწიფოს“,-განაცხადა კობახიძემ.

,,რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს”- სოსო გოგაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები