,,დღევანდელ ხელისუფლებას კუდიანად დანიშნული ჰყავს “ამერიკის აგენტები” – ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას კუდიანად დანიშნული ჰყავს “ამერიკის აგენტები”.

,,კუდიანის დევნა ძალიან ცუდი რამ არის, ნებისმიერ სიტუაციაში გაუმართლებელია, მაგრამ ეპოქაზე, ძალიან კარგად მეტყველებს ის, თუ ვინ ჰყავს საზოგადოებას თუ პოლიტიკურ სპექტრს და მითუმეტეს ხელისუფლებას, დანიშნული კუდიანად. ჩვენი ხელისუფლების დროს, ზვიად გამსახურდიას დროს, იყო კუდიანების დევნა და ეს ცუდია და მაშინ კუდიანებად დანიშნული გვყავდა რუსეთის აგენტები და ეს მეტყველებდა სახელმწიფოს პრიორიტეტზე – რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მიუღებელი ფორმით, მაგრამ პრიორიტეტზე. დღევანდელ ხელისუფლებას კუდიანად დანიშნული ჰყავს “ამერიკის აგენტები” და ეს მეტყველებს დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტზე, დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეს ისტორიას აცდენილი კანონზომიერებაა. ასეთი ტიპის  შეიარაღებით აღჭურვილი ხელისუფლება ყოველთვის დამარცხდება ქართველ ხალხთან და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მედიასთან თუ სხვასთან”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები