„ფიქტიური რეფერენდუმი“ – ნატოს გენერალური მდივანი

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ატოს გენერალური მდივანიც აკეთებს, როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, ეს არის ფიქტიური პროცესი.

„ფიქტიურ რეფერენდუმებს არ გააჩნიათ ლეგიტიმურობა და არ ცვლის  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა”, – ატოს ნატოს გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმების ჩატარება იგეგმება.

„ეს ყველაფერი სისხლისსამართლებრივად ისჯება“ – სტეფანჩუკი რეფერენდუმზე

მსგავსი თემები