,,თქვენ რომ გხედავთ, ჩვენ ცუდად გვექცევა, წადით” – მძევალი სამართალდამცველებს მიმართავს

ქუთაისში ვითარება კვლავ დაძაბულია –  ვრცელდება ახალი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიმართავს ერთ-ერთი მძევალი სამართალდაცველებს, რომ  დატოვონ პერიმეტრი.

“თქვენ რომ გხედავთ ჩვენ ცუდად გვექცევიან, წადით”- აცხადებს ერთ-ერთი მძევალი.

შეგახსენებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი შეიჭრა. შსს-ის ინფორმაციით, თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები გამოძიება დაწყებულია  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

 

მსგავსი თემები