მძარცველმა 3 მძევალი გაათავისუფლა

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში, სადაც მძარცველი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ვითარება კრიტიკულია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 12 მძევალიდან 3 გათავისუფლებულია. ის თავდამსხმელმა გაუშვა. სავარაუდოდ, გათავისუფლებულებიდან ერთ-ერთი ის ქალია, რომელიც ცუდად გახდა. მძევლების გათავისუფლებას, ამ ეტაპისთვის, შსს არ ადასტურებს.

მძარცველი 2 მილიონ დოლარს, უსაფრთხოებას, ტრანსპორტს, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს.

 

მსგავსი თემები