,,ფსევდო “რეფერენდუმი” არაფერს შეცვლის – უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების გათავისუფლებას”- დმიტრო კულება

,,არც „რეფერენდუმები“ და არც ჰიბრიდული „მობილიზაცია“ არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების გათავისუფლებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება აგრესორ სახელმწიფოდ.

,,ფსევდო “რეფერენდუმი” არაფერს შეცვლის. არც რაიმე ჰიბრიდული “მობილიზაცია” მოხდება. რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილებს. უკრაინას აქვს სრული უფლება გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა რას იტყვის რუსეთი”, – აღნიშნა კულებამ.

ცნობისთვის,  სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი თემები