თავდასხმა ბანკზე ქუთაისში – არსებული ინფორმაციით, მძარცველს მძევლები ჰყავს აყვანილი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძარცველი მძევლად აყვანილი ადამიანების გასათავისუფლებად 2 მილიონს ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

მეტი...

,,პოლიტიკური მართლმსაჯულება, ფარული თვალთვალი, მართლმსაჯულების ყველა რგოლი რუსული ვერტიკალია, რაც ჩვენი ერთიანობით უნდა ჩამოიშალოს”- დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას სოლიდარობის მიზნით დღეს ფრაქციის წევრები სასამართლო პროცესს დაესწრებიან. დეკანოიძის თქმით, გვარამიას დაპატიმრება და მისი სასამართლო პროცესი იმის დასტურია, რომ სასამართლო რჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ იარაღად. „საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური ნება, რომ მოახდინოს მართლმსაჯულების რეფორმირების გააქტიურება, რომელიც არის 12 პუნქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. მათ შორის ის რეფორმები, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური მართლმსაჯულების გაუქმებისთვის, რაც არის ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ღერძი. სასამართლო რჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ იარაღად და ამის ნათელი დასტურია 12:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დაგეგმილი ნიკა გვარამიას პროცესი, რომელიც…

მეტი...

,,ბრიტანეთი 2023 წელს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს”- ლიზ ტრასი

,,ბრიტანეთი 2023 წელს შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს,” – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩემი გზავნილი უკრაინელ ხალხს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – განაცხადა ლიზ ტრასმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი კი – არა. „ნომერ პირველი საკითხი გლობალური უსაფრთხოებაა: დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი კი – არა“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.  

მეტი...

,,რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს”- სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ბესარიონ ალავიძეზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს ადასტურებს. გოგაშვილის თქმით, ივანიშვილისგან სუს-მა დავალება მიიღო, რომ სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ალავიძისთვის მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა შეეეთავაზებინათ. ,,ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუსმა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა რუსთავი 2-ის საქმეზე ოცნებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია. ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით…

მეტი...

,,ვთხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან ფარულ მიყურადებაზე განაცხადები”- ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს თხოვნით, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე. განცხადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2022 წლის 17 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დიდი მასშტაბის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე. გასაჯაროებული ინფორმაცია შეიცავდა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიყურადების და გადაადგილების შესახებ ვიდეო, აუდიო და წერილობით მასალებს, დახურული ჯგუფებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ, მოპოვებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ. პირველ რიგში,…

მეტი...

,,გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ”- ილია დარჩიაშვილი

,,გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან და შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა ის ძირითადი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებობს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ნიუ-იორკში. პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში, სადაც მას ექნება მიმართვა. მანამდე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა შეხვედრა გაეროს…

მეტი...

,,გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში”- ილია დარჩიაშვილი

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როგორც ცნობილია, შარშან, ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გრძელდება სქართველოს ძალისხმევა, იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როგორც ცნობილია, შარშან, ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. შარშან გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკის შესახებ და სწორედ…

მეტი...

პოლიციამ თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო. „სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის…

მეტი...

სამართალდამცველებმა ბათუმის აეროპორტში 11 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.დ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, 11 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

,,ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

,,ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება,”– ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე კონფლიქტის დარეგულირების ფარგლებში, უნდა დართონ თუ არა რუსეთს ნება, შეინარჩუნოს ტერიტორიების ნაწილი, რომელიც უკრაინაში თებერვალში ინტერვენციის შემდეგ დაიკავა, ერდოღანამა უპასუხა: ,,არა, და უდავოდ არა“. „არა, უდაოდ არა. როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ შეთანხმებაზე, ეს ამას გულისხმობს. თუ უკრაინაში დამყარდება მშვიდობა, რა თქმა უნდა, მიწის დაბრუნება, რომელზეც განხორციელდა ინტერვენცია, გახდება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მოლოდინი. ეს არის, რაც სურთ. ბატონმა პუტინმა გარკევული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. მიწები, რომლებზეც განხორციელდა შეჭრა, უკრაინას დაუბრუნდება“, – განაცხადა ერდოღანმა.…

მეტი...

,,ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი  ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის. „პატივცემულო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, პატივი მაქვს, მოგმართოთ გარდამქმნელი განათლების სამიტზე, რომელმაც შესანიშნავი პლატფორმა შექმნა განათლების, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალური საფუძვლის, მნიშვნელობის დასადასტურებლად. საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი  ხარისხის განათლება…

მეტი...

ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში – არის მსხვერპლი

მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები. მიწისძვრის ეპიცენტრი მიჩოაკანის შტატში, წყნარი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ პლასიტა დე მორელოსთან, 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ეპიცენტრის სიახლოვეს დაზიანებულია რამდენიმე საავადმყოფოს შენობა, დაშავდა ერთი ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, მეხიკოში სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია.

მეტი...

,,უკრაინისთვის დახმარების გაწევის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი წინსვლის ტემპს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინისთვის დახმარების გაწევის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი წინსვლის ტემპს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, რუსული ძალები  ”პანიკაში არიან”. ,,ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტემპი. გათავისუფლებული რაიონების სტაბილიზაციის ტემპი, ჩვენი სამხედროების წინსვლის ტემპი, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის ტემპი და პარტნიორების დახმარების ტემპი. ჩვენ ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

„ისინი ცდილობენ, დაასრულონ მალე“ – ერდოღანი რუსეთზე

თურქეთს პრეზიდენტს ერდოღანის ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება მიღწეულია და მხარეები 200 ტყვეს გაცვლიან. როგორც ერდოღანი აცხადებს, აღნიშნული შეთანხმების მიღწევა თურქეთის შუამავლობით მოხდა. „ახლა ჩვენ ვმუშაობთ ტყვეების კრიზისის გადასაჭრელად. გარკვეულ  ნაბიჯებს ვდგამთ და შემდეგ ეტაპებსაც მივაღწიეთ. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით“, – აცხადებს ერდოღანი. მან უზბეკეთში, სამიტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ მასთან ბევრი საკითხი გაიარა. „მქონდა შეხვედრები პუტინთან უზბეკეთში. ისინი სინამდვილეში ცდილობენ, დაასრულონ ეს რაც შეიძლება მალე. მაგალითად, ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება 200 ტყვეს გაცვლასთან დაკავშირებით. ეს არის კარგი…

მეტი...

უკრაინელებმა რუსული სატვირთო გემი ჩაძირეს

რუსეთის ფედერაციის კუთვნილი გემი, რომელიც სამხედრო ტექნიკით იყო დატვირთული მდინარე დნეპრის ფსკერზეა, გემი უკრაინელმა სამხედროებმა ჩაძირეს. გემზე რუსი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. „დნეპრზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობის მცდელობა ნოვაია კახოვკასა და კაზაცკის მიდამოებში, წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენებმა იარაღით, აღჭურვილობითა და პერსონალით დატვირთული ბარჟა ჩაძირეს“, – აცხადებენ სარდლობაში.

მეტი...

„ჩვენი ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯია 2026 წლისთვის 800 სკოლის აშენებაა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი. 2030 წლისთვის საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გაივლის ახალი, მრავალმხრივი ავტორიზაციის პროცესს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი განათლების პრაქტიკა და დაინერგოს ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის ხარისხის მექანიზმები, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ- და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. „პანდემიამ ლიდერები მთელ მსოფლიოში აიძულა გადაეხედათ განათლებისთვის და მობილიზებული ყოფილიყვნენ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

მთავრობის მეთაურის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტიერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია. ასევე, ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში…

მეტი...

“განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტამდე“ – პრემიერი

„ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ამბიციურ მიზნებს. საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. „საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. მისი მიზნები და სტრატეგიული ამოცანები ეხმიანება ხუთ თემატურ…

მეტი...