„ძალიან კარგად იციან ქართულ მთავრობაში, თუ რა არის საჭირო“ – შარლ მიშელის გზავნილი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ,  საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ქართულმა მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს, ევროპულ ოჯახში შესასვლელად. „პირველი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ იქნებ შემდეგი: ჩვენ დავაკმაყოფილეთ თქვენი სწრაფვა. მაგრამ, მეორე საკითხია ქართული მთავრობა. ძალიან მნიშვენელოვანია,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება იმისათვის, რომ ინსტიტუციებმა გააგრძელონ პროგრესი. დარწმუნებული ვარ, თუ იქნა პოლიტიკური ნება, შესაბამისი პოლიტიკური ფონი, პროგრესი იქნება საქართველოში. ძალიან კარგად იციან ქართულ მთავრობაში, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გადადგან ნაბიჯები სწორი მიმართულებით. მხოლოდ გეოპოლიტიკური სივრცე არ არის საკმარისი, არის ქართველი ხალხი…

მეტი...

„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი სამივე ქვეყანას ულოცავს  

ბრიუსელში, ისტორიული გადაწყვეტილების დასრულების შემდეგ, ლიდერებმა, შარს მიშელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ემანუელ მაკრონმა ბრიფინგი გამართეს. როგორც  ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, სამივე ქვეყანამ უნდა განახორციელოს რეფორმა, რომ საბოლოო შედეგი დადგეს. „დღეს ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს, ასევე, პრეზიდენტ ზურაბიშვილს. სამივე ქვეყანა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრია. მათი ევროპული მომავალი დღეს დადასტურდა. ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ, რომ ვაჟღერებ ამ გადაწყვეტილებას. სამივე ქვეყანამ უნდა შეასრულოს „საშინაო დავალება, რომ სვლა განაგრძოს გაწევრიანებისკენ.  დარწმუნებული ვარ, რომ იმუშავებენ და მაქსიმუმს გააკეთებენ. ეს უნდა გააკეთონ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპულ ოჯახში შესასვლელად საჭიროა რეფორმები, არამედ…

მეტი...

„ეს ისტორიული მომენტია“ – შარლ მიშელი საქართველოზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარს მიშელი საქართველოს ევროპულ ოჯახთან მიახლოებას ულოცავს. „ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. გადაწყვეტილება მიღებულია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო

მეტი...

გადაწყვეტილება მიღებულია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო

ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი შესაძლებლობას აძლევენ იმუშაოს და სტატუსისთვის იბრძოლოს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარს მიშელი, რომელიც საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა, უკრაინასა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში გზის გახსნას ულოცავს და სოციალურ ქსელში „პოსტს“ აქვეყნებს. საქართველო სტატუსის მატარებელი მას შემდეგ გახდება, რაც „საშინაო დავალებას“ შეასრულებს.  

მეტი...

„რატომ არ შეიძლება ეს ისევ მოხდეს“ – ევროპარლამენტარი „ვარდების რევოლუციის“ საჭიროებაზე საუბრობს

საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტების წინ, ერთ-ერთი ევროპარლამენტარი „ვარდების რევოლუციას“ იხსენებ და კითხულობს, რატომ არ შეიძლება ახლაც მოხდეს ის, რაც 20 წლის წინ მოხდა. „ვიცი, რომ იყო დრო 20 წლის წინ, როდესაც მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და რატომ არ არის შესაძლებელი რომ კვლავ მოხდეს? რატომ არ შეიძლება, რომ იგივე განმეორდეს? უნდა უთხრათ მთავრობას, რომ იყოს ცვლილებები. პროტესტის ფორმა რაც გაქვთ, იქნება ეს დემონსტრაცია, უნდა მიყვეთ მას, რომ საქართველოში რეალური ცვლილებები დადგეს. ჩვენ დასავლეთიდან და ვეროპარლამენტიდან ვერ მოგეხმარებით. ეს შეუძლებელია“ –  აცხადებს  ევროპარლამენტარი იოახიმ კუსი. მისივე შეფასებით,  რაღაც თავად ხალხმა უნდა გააკეთოს. „ჩვენ ვერ შევცვლით შიდა პოლიტიკურ ვითარებას. უნდა…

მეტი...

„ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ?“ – სააკაშვილი

„მე მინდა იცოდეთ, როგორ დავიხსენით საქართველო უბრალოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის სტატუსიდან და გადავიყვანეთ აღმოსავლეთ ევროპაში“ – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი და 2008 წელს იხსენებს. „2008 წლის სექტემბერში შევიკრიბეთ მე, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო მინისტრები, კარლ ბილდტი და რადეკ სიკორსკი, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროსო. მაშინ ბაროსომ მითხრა, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა, როგორც პასუხი საქართველოზე რუსეთის თავდასხმაზე. “თუ გაიმარჯვებთ თქვენ, რუსეთი დამარცხდება და მე მინდა ის დამარცხდეს”, – თქვა ბაროსომ. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ჩართვას. ჩემი წინადადებით დაამატეს ბელარუსი და სომხეთი. ბელარუსი ძალიან ბედნიერი იყო, ხოლო სომხეთში…

მეტი...

მწვანე ნარგავების დაზიანება-გაჩეხვაზე ჯარიმა 10 000 ლარამდე იზრდება

დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის სანქციები მკაცრდება. პარლამენტმა დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული სანქციების გაზრდას მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს და ერთხმად მიიღეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. ცვლილებების მიზანი, დედაქალაქში ხე-ნარგაობების მერქნული და ბუჩქოვანი მცენარეების უკანონო მოჭრისა და მათ დაზიანებისთვის სანქციების გამკაცრებაა. ასევე, საკანონმდებლო პაკეტით შემოდის სანქცია იმ პირთათვის, ვინც უკანონო ფიტოსანიტარულ დასკვნას გასცემს ხე-მცენარეებთან დაკავშირებით, რაც ავტომატურად ხდება ხე-ნარგაობების გარემოდან ამოღების წინაპირობა. მომხსენებლის…

მეტი...

ბრიუსელში გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გამოცხადდება

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში  მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მსჯელობენ. ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები უკვე შეიკრიბნენ და სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობს. წინასწარი განცხადებები უკვე გაკეთდა და ცნობილია, რომ უკრაინა და მოლდოვა სტატუსის მიღებას იზეიმებენ, საქართველოს კი ზეიმის გადავადება მოუწევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, სადაც ლიდერები გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ.  

მეტი...

სიურპრიზი ბრიუსელიდან – პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილთან ერთად ერთობლივ განცხადებას გეგმავენ

ბრიუსელში ისტორიული ბრიფინგი იგეგმება, რომელიც სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხს ეხება. თუმცა, აქვე, ევროპული საბჭო ავრცელებს განცხადებას, რომ იგეგმება პრეზიდენტების განცხადება, რომელშიც მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს. კერძოდ, ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი მიშელი, პრეზიდენტი მაკრონი, პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი მაია სანდუ და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივი განცხადებისთვის ემზადებიან. ამ ეტაპზე უცნობია, სად იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. ის ბრიუსელში ჩავიდა თუ ჩართვა იგეგმება.

მეტი...

„უკრაინა და მოლდოვა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“ – ესტონეთის პრემიერი

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს თანხმობა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება საქართველოს, ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი“ – აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასი. პრემიერის შეფასებით, რეფორმები აუცილებელია და ეს საქართველომ უნდა გაათვითცნობიეროს. „მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის  ევროპული პერსპექტივის იმედის მიცემა. მნიშვნელოვანია გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა,  პოლიტიკური დრო, როდესაც ყველა ერთმანეთს ჰკიდებს ხელს და ყველაფერს აკეთებს აუცილებელი რეფორმებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს თანხმობა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება საქართველოს, ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი.  ეს ყველაფერი დაკავშირებულია  გარკვეულ პირობებთან, რომლებსაც უნდა მიჰყვეთ,…

მეტი...

„საქართველო ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ, აქვს პოტენციალი“ – ნიდერლანდების პრემიერი

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. აქვე, როგორც მარკ რუტე აღნიშნავს, საქარველოს აქვს პოტენციალი მიიღოს კანდიდატი წევრის სტატუსი. „ჩვენ ვეთანხმებით კომისიას, ეს არის ნათელი ევროპული პერსპექტივა მოლდოვასთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის. სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან. ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ვეხმარებით მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რატომ დღეს არა? იმიტომ, რომ კომისიის დასკვნა არის მკაფიო და ვეყრდნობით, რომ მოლდოვას და უკრაინას აქვს მეტი პროგრესი“ – განმარტავს პრემიერი. მისივე შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით, ჭიქა არც სავსეა და არც ცარიელი. „საქართველოსთან დაკავშირებით…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი ისრაელის ხელისუფლების პოზიციით უკმაყოფილოა და მას აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არც ამჯერად მალავს, რომ ისრაელის პოლიტიკური პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მოსაწონი არ არის. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ისრაელის მოსახლეობის მხარდაჭერა დასაფასებელია, თუმცა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ანალოგიურის თქმა არ შეუძლია, „უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერით. სამწუხაროდ, დახმარების უმეტეს ნაწილზე, რომელიც გვსურდა რომ ისრაელისგან მიგვეღო, ვერ მივიღეთ. უკრაინა ვერ ხედავს, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდა. მე მიყვარს თქვენი ქვეყანა. მადლობელი ვარ ისრაელის ხალხის. მადლობელი ვარ თქვენი გულწრფელი და ემოციური მხარდაჭერისთვის. ყველაფერს  ვხედავთ და ვაფასებთ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მეტი...

დარჩება თუ არა საქარველოს მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე, თუ „თელასს“ სანქციები დაუწესდება?!

უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ყოველდღიურად ფართოვდება. გამორიცხული არ არის, საკმაოდ მალე, სანქციებში „თელასიც“ მოექცეს, რომლის 75%-იანი წილის მფლობელი რუსული „ინტერ რაოაა.“ დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე – ამ კითხვას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია პასუხობს და ამბობს, რომ სათადარიგო გეგმა მზად არის. „კანონმდებლობით, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ საჭიროების შემთხვევაში, კომპანიაში სპეციალური მმართველი დავნიშნოთ. ეს მოხდება ისე, რომ  სერვისის მიწოდებას პრობლემები არ შეექმნება. ელექტროენერგია ძალიან სპეციფიკური პროდუქციაა, რომლის ხანგრძლივი დროით გათიშვა წარმოუდგენელია როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. სწორედ ამიტომ, თუ…

მეტი...

,,ამიერიდან, გერმანიაში გაზის შეზღუდული მარაგია”- რობერტ ჰაბეკი

„ამიერიდან, გერმანიაში გაზის შეზღუდული მარაგია. თუნდაც ამას თქვენ ჯერ ვერ გრძნობდეთ, ჩვენ გაზის კრიზისში ვართ“, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ჰაბეკმა გერმანელებს მოუწოდა შეამცირონ გაზის მოხმარება. არსებული ინფორმაციით, გერმანიამ დღეს გაააქტიურა გაზმომარაგების სამეტაპიანი, გადაუდებელი პროგრამის მეორე ეტაპი, რაც  მრეწველობის მომარაგების რაციონირებას უკავშირდება. ევროპის ენერგეტიკული კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთმა  შეამცირა გაზის მიწოდება  გერმანიისთვის, იტალიისთვის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისთვის. გასულ კვირას რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „გაზპრომმა“ 60%-ით შეამცირა მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით გაზის მიწოდება გერმანიისთვის. იტალიური ენერგეტიკული გიგანტის  ,,ENI”-ის  ინფორმაციით,  გაზპრომი…

მეტი...

,,ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინაში  აშშ-დან გაგზავნილი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები ,,HIMARS” ჩავიდა. რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას მხარდაჭერისთვის  მადლობას უხდის. „დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის,“ – წერს რეზნიკოვი  “ტვიტერზე”.

მეტი...

,,ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მიგვეღო სტატუსი”- გიორგი ვაშაძე

,,ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებდით რომ მიგვეღო სტატუსი,”- ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს ევროპელი პარტნიორებისთვის ცილისმწამებლური თავდასხმების გამო, ბოდიშის მოხდა მოუწევთ. „მათ მოუწევს ბოდიშის მოხდა ევროპელი პარტნიორებისთვის მართლაც ცილისმწამებლური თავდასხმების გამო, მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმ ბევრი ტყუილის გამო, რაც აკადრეს საზოგადოებას, მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩვენთან პოლიტიკურ ოპონენტებთან იმ ბევრ ტყუილზე, რომელსაც გვაბრალებდნენ და რომელსაც ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებდით რომ მიგვეღო სტატუსი.…

მეტი...

,,ჩვენი თანამშრომლების მიმართ  ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის  განცხადება მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გვსურს გამოვეხმაუროთ  გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ ცილისმწამებლურ განცხადებას, რომლის მიზანიც  პროკურატურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურაზე  ცილისმწამებლური თავდასხმა და ე.წ. „შესაშინებელი სიები“-ს ყალბი ტირაჟირება არ არის ახალი და როგორც წესი, ჩვენი თანამშრომლების მიმართ  ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი  სისხლის სამართლის  საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების  დანაშაულებზე სამართალწარმოება  მიმდინარეობს.   ნათელია, რომ დღეს პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას. ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული  საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კავშირს საქართველოს პროკურატურასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იგი 2013 წლის შემდგომ არ მუშაობს უწყებაში და მას შემდგომ არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ქონდეს საქართველოს პროკურატურასთან. აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება  არ არის ახალი და წლების განმავლობაში, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მაგალითი გვინახავს. შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს კონკრეტული შემთხვევაც  ამ  ყალბი საინფორმაციო ხაზის გაგრძელების მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა. მოვუწოდებთ, აღნიშნული…

მეტი...

,,თუ პირობები შესრულდება, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა“- ლიეტუვის პრეზიდენტი

,,ჩემთვის ეს პოზიტიური მესიჯია და გთხოვთ, უთხარით ქართველ ხალხს ამ მიმართულებით ლიეტუველი ხალხის გამოცდილება. იმედი მაქვს, თქვენი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენოთ ქართველი ხალხის სიძლიერე, რეფორმების შესრულება და დაეწიოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე ცოტათი ადრე იქნენ მიწვეული“,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო თუ პირობებს შეასრულებს, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა. „ჩვენ ვგეგმავთ კარგი მესიჯის გამოცხადებას ქართველი ხალხისთვის და ეს მესიჯი მახსენებს, ლიეტუვის ისტორიას. გვახსოვს, რომ ჩვენს მეზობლებთან შედარებით, გვიან დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი, მაგალითად, ესტონეთთან შედარებით.…

მეტი...

,,ჩვენ, პატარა ქვეყანამ და ძალიან ძლიერმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მსოფლიო თანამეგობრობისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთან ერთად მინისტრის რანგში, ახლა კი, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემასა და მოკრძალებას, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, გავაკეთებ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ უფრო მეტად დაფასებული იყოს ჩვენი ჯარი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და ჩვენი ჯარი!,”- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ ჯარისკაცებს. მთავრობის მეთაურმა დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ყველაზე მეტი გააკეთეს საქართველოსთვის. „მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო,…

მეტი...

,,ამ სამარცხვინო ოპოზიციას უნდა დაერქვას საკუთარი სახელი, რაც კიდევ ერთხელ მოგვიწია გუშინ“- ირაკლი კობახიძე

,,შულავერის კომიტეტი ცდილობს, ქვეყანაში არეულობა, უბედურება და ა.შ. დაგეგმოს, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავცეთ ამ გეგმებს, ეს გააკეთა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა. სად იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკა, გიჟებივით, სამარცხვინოდ იქცეოდნენ ეს ადამიანები. აქედან გამომდინარე, ყველაფერს უნდა დაერქვას საკუთარი სახელი,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტში გუშინ გამართულ სხდომაზე საუბრისას. კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ აძლევდნენ სიტყვის გაგრძელების საშუალებას. „ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი დაიწყო ევროკავშირის თემით, საუბრობდა იმაზე, რომ აღიარებული იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რაც იყო კარგი და მნიშვნელოვანი. ჩაეჭრა მას რადიკალური ოპოზიცია და არ აძლევდნენ…

მეტი...

,,ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა”- ირაკლი ღარიბაშვილი EU სტატუსზე

,,ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა” -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს  ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა. „ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე…

მეტი...

,,ხვალინდელი აქციაც არის ორგანიზებული ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ, ეს არის “სირცხვილია”- ირაკლი კობახიძე

,,წინა აქციაც და ხვალინდელი აქციაც არის ორგანიზებული ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ, ეს არის “სირცხვილია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხვალინდელ აქციაზე ბაკურიანის შეკრების გეგმების გამომზეურება იგეგმება. ,,როგორც მათ წინასწარ გამოაცხადეს, ხვალ დაგეგმილი აქვთ ბაკურიანის შეკრების გეგმების გამომზეურება. „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურება. ეს იქნება ხვალინდელი აქციის მიზანი. ამ გეგმას აღსრულება არ უწერია. ჩვენს ქვეყანაში იქნება სიმშვიდე და მშვიდობა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე”- ირაკლი კობახიძე

,,ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზე არის დასული. სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. მისი განცხადებები რომ ვართ ჩამორჩენილი და ასე შემდეგ, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის…

მეტი...

,,სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული”- ელენე ხოშტარია

,,ჩემს სწავლასთან დაკავშირებული ან ჩემ ოჯახზე ამოღებული ინფორმაციის მიხედვით იწყება ჩემ მიმართ აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარი,”- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, სოლიკო ვირსალაძე 30 წლის წინ გარდაიცვალა და ის დღეს არ დარბის რუსეთში. ხოშტარიას განმარტებით, სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფულია. „მას შემდეგ, რაც მე დავიწყე სანქცირებაზე კონკრეტული ადამიანების გამოძიება და სანქცირებაზე ლაპარაკი, გასაკვირი არ არის, რომ როგორც სხვა დროს, თუნდაც ჩემს სწავლასთან დაკავშირებული ან ჩემ ოჯახზე ამოღებული ინფორმაციის მიხედვით იწყება ჩემ მიმართ აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარი. მე გავაკეთე…

მეტი...

,,კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა”- ირაკლი კობახიძე

,,კარლ ბილდტი არის ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ეს მიზანი მოხვდა ზუსტად,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კარლ ბილდტიც იყო საფრთხე საქართველოსთვის, რადგან ის პირდაპირ ლობირებდა სისხლიან რეჟიმს. „ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. „ნაცმოძრაობა“ როცა ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ფულის სანაცვლოდ ლობირებდა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს. კარლ ბილდტი არის ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც…

მეტი...

,,მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ, რაც  მთავრობა შეასრულებს  ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს”- ევროპული პარლამენტის რეზოლუცია

,,მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ, რაც  მთავრობა შეასრულებს  ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს”- ევროპული პარლამენტის რეზოლუცია,”- ამის შესახებ ევროპული პარლამენტის რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომელიც  ევროპარლამენტმა 529 ხმით მიიღო. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 45-მა, 14-მა კი თავი შეიკავა. დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი იწვევს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დააჩქარონ რეფორმები, რათა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები რაც შეიძლება სწრაფად დააკამაყოფილონ. ,,პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები,”- ნათქვამია ტექსტში.  

მეტი...

,,უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში”- ევროპარლამენტის რეზოლუცია

529 მომხრე  და 45 წინააღმდეგი, ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის  ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დათქმები შესრულდება. ,,უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან. ევროპარლამენტარები  მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ,”- ნათქვამია რეზოლუციაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.  

მეტი...

,,ამ ვეტოში ვერაფერი ეწერება სამართლებრივი, გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება“- ირაკლი კობახიძე

,,ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში, ვერაფერი ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო და არცერთ მხარეს შენიშვნები განხილვის პროცესში არ დაუფიქსირებია. „ჩვენ დავიწყეთ ამ კანონპროექტის განხილვა დაახლოებით სამი თვის წინ, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა. ამის შემდეგ უცხოელი პარტნიორებისგან იყო თხოვნა ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით, რაც გავითვალისწინეთ და კიდევ დამატებით ორი კვირა მივეცით ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ენჯეოებს, უცხოელ პარტნიორებს, რომ წარმოედგინათ საკუთარი შენიშვნები და კომენტარები. არც ერთ კომენტარი არ იქნა წარმოდგენილი ამ…

მეტი...

,,ხოშტარია 100 წლის თავზე გაცოცხლებული, რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეა”- ირაკლი კობახიძე

,,ხოშტარიამ რაც გააკეთა დღეს და რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე, ეს არის ბოლშევიკური მეთოდებით მუშობა. ესენი არიან 100 წლის თავზე გაცოცხლებული, რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები,”- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას, კონკრეტული პროკურორების დასანქცირების შესახებ. კობახიძის თქმით, ელენე ხოშტარია საბჭოურ მეთოდებს იყენებს. ,,რასაც ხოშტარია აკეთებს ეს არის საბჭოური მეთოდები. ხდება შავი სიების წარმოდგენა,  ესენი რომ იყვნენ 100 წლის წინანდელ პერიოდში, ამ ადამიანებს პირდაპირ დახვრეტდნენ, რომ ჰქონდეთ ძალაუფლება, ეს არის ხოშტარია, ეს არის ნაცმოძრაობა. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდები და ეს რუსული ფინანსებიც ამასთან არის მე მგონი კავშირში. ესენი…

მეტი...

,,ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვა”- შოთა არველაძე

ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ   მისი გადაწყვეტილებით სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა.  რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. მისი თქმით, არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე. “სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს. ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად…

მეტი...

,,თამამად უნდა ითქვას, სპეციალური დაცვის სამსახური უმაღლესი დონის, დასავლური სტნადარტების თანამედროვე სამსახურად ჩამოყალიბდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მათ მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის, ერთგულებისთვის, რომელსაც თავიანთი სამსახურის მიმართ იჩენენ. „გილოცავთ დღევანდელ დღეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღეს,  სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ ანზორს, მთელ პირად შემადგენლობას. მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, თქვენ, თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ თქვენი და…

მეტი...

,,ეჭვი მაქვს არგუმენტები არ არის და შესაბამისად ვეტოს დაძლევა მოხდება”- ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის ვეტოზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია გასაგებია, პარლამენტი განიხილავს სალომე ზურაბიშვილმა რის საფუძველზე დაადო კანონს ვეტო. ზარქუას თქმით,არგუმენტების არ ქონის გამო, შესაძლოა ვეტოს დაძლევა მოხდეს. „ამიტომ ვამბობ, ოპოზიციას ქვეყნის ინტერესები არ აინტერესებს, ან პარლამენტი რა კანონს და როგორ ღებულობს. დღეს გამოეღვიძათ?! თუ ახლა უნდათ ამას რაღაც პოლიტიკური სარჩული მისცენ. პრეზიდენტის ეს პოზიცია გასაგებია, ჩვენ ვიმსჯელებთ, რის საფუძველზე დაადო ვეტო, განვიხილავთ არგუმენტებს და ვეტოს საფუძველი რა არის, თუ არის გავიზიარებთ, მაგრამ ეჭვი მაქვს არგუმენტები არ არის და შესაბამისად ვეტოს დაძლევა მოხდება“, – განაცხადა ზარქუამ. საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ვეტო გამოიყენა…

მეტი...

,,პოლარიზაცია ჩვენი მიზანი არ არის, მაგრამ თუ რადიკალური ოპოზიცია დაიწყებს პროვოკაციას, ამას შესაბამისი პასუხი ექნება”- გურამ მაჭარაშვილი

,,რატომღაც თქვენ არ გახსენდებათ სხდომის დაწყებისთანავე ოპოზიციის, ქალბატონი დეპუტატების წიოკი, რატომ არ მეკითხებით ეს იყო თუ არა დეპოლარიზაციისთვის?,”- ამ კითხვით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტს მიმართა, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებზე საუბრისას. მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არანაირი დეპოლარიზაცია არ სურთ. „ამ პუნქტების გამოქვეყნების შემდგომ მყისიერად დაიწყო თავად რადიკალურმა ოპოზიციამ პოლარიზაცია იმით, რომ საუბარი დაიწყო დაუმორჩილებლობაზე, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ხელისუფლების შეცვლაზე და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მათ არანაირი დეპოლარიზაცია არ სურთ, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთებული. რაც შეეხება მათ განცხადებებზე პასუხების გაცემას, ეს იქნება სამომავლოდაც,…

მეტი...

„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს”- გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება. მისი თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. „ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“,- წერს გიტანას ნაუსედა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით  მიმართა.

მეტი...

,,იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, უფლება არა აქვს პრემიერს ამ ტონალობაში ელაპარაკოს”- ირაკლი ზარქუა

უმრავლსობის წევრი ირაკლი ზარქუა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან იყო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლება სიმართლის მოსმენა ვერ აიტანეს. ,,იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, საკუთარი მოსახლეობა წამებაში გამოატარა, ადამიანის უფლებები ციხეში თუ ციხის გარეთ წლების განმავლობაში გათელა და ბიზნესი დააწიოკა მორალური უფლება არა აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს და მის პრემიერ-მინისტრს ამ ტონალობაში ელაპარაკოს. გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ ერთი საათი, რომელიც პრემიერს ჰქონდა, რათა სიმართლე ეთქვა მათ შორის ოპოზიციისთვის, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს……

მეტი...

,,კანონპროექტების 90 პროცენტი, რაც პარლამენტში შემოდის, ვეტოს იმსახურებს“- იაგო ხვიჩია

,,პრეზიდენტს, მგონი, ბევრი ვეტოების დადება მოუწევს”-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტების 90 პროცენტი, რაც პარლამენტში შემოდის, ვეტოს იმსახურებს. „რატომ მხოლოდ ეს ექვსი თვე, თუ ხვდები, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა ეს აქამდეც უნდა გაგეკეთებინა და ექვსი თვის მერეც უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, სადაც ისეთი კანონები მიიღება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს პრეზიდენტისგან ბუნებრივად მივიჩნევ ვეტოს დადებას და უცნაური მგონია ვეტოს მხოლოდ ექვსი თვე გამოყენება. პრეზიდენტის ვეტო ხომ იმისთვის არსებობს, თუ მიგაჩნია, რომ რაღაც კანონები ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ, მაქსიმუმი გააკეთო, რომ ისინი ძალაში არ…

მეტი...