,,თუ პირობები შესრულდება, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა“- ლიეტუვის პრეზიდენტი

,,ჩემთვის ეს პოზიტიური მესიჯია და გთხოვთ, უთხარით ქართველ ხალხს ამ მიმართულებით ლიეტუველი ხალხის გამოცდილება. იმედი მაქვს, თქვენი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენოთ ქართველი ხალხის სიძლიერე, რეფორმების შესრულება და დაეწიოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე ცოტათი ადრე იქნენ მიწვეული“,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო თუ პირობებს შეასრულებს, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა.

„ჩვენ ვგეგმავთ კარგი მესიჯის გამოცხადებას ქართველი ხალხისთვის და ეს მესიჯი მახსენებს, ლიეტუვის ისტორიას. გვახსოვს, რომ ჩვენს მეზობლებთან შედარებით, გვიან დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი, მაგალითად, ესტონეთთან შედარებით. ესტონეთი პირველი მიიწვიეს, მაგრამ ეს ისეთი დიდი სტიმული იყო ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად დავეწიეთ მათ და ევროკავშირში იმავე წელს გავწევრიანდით, როცა ესტონეთი, 2004 წელს. ასე რომ, ვფიქრობ, რასაც გადავწყვეტთ დღეს, იქნება ძალიან მკაფიო პერსპექტივის დასახვა საქართველოსთვის გარკვეული პირობებით, თუ ეს პირობები შესრულდება, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

,,მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ, რაც  მთავრობა შეასრულებს  ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს”- ევროპული პარლამენტის რეზოლუცია

მსგავსი თემები