ბრიუსელში გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გამოცხადდება

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში  მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მსჯელობენ. ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები უკვე შეიკრიბნენ და სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობს.

წინასწარი განცხადებები უკვე გაკეთდა და ცნობილია, რომ უკრაინა და მოლდოვა სტატუსის მიღებას იზეიმებენ, საქართველოს კი ზეიმის გადავადება მოუწევს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, სადაც ლიდერები გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ.

 

მსგავსი თემები