„რატომ არ შეიძლება ეს ისევ მოხდეს“ – ევროპარლამენტარი „ვარდების რევოლუციის“ საჭიროებაზე საუბრობს

საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტების წინ, ერთ-ერთი ევროპარლამენტარი „ვარდების რევოლუციას“ იხსენებ და კითხულობს, რატომ არ შეიძლება ახლაც მოხდეს ის, რაც 20 წლის წინ მოხდა.

„ვიცი, რომ იყო დრო 20 წლის წინ, როდესაც მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და რატომ არ არის შესაძლებელი რომ კვლავ მოხდეს? რატომ არ შეიძლება, რომ იგივე განმეორდეს? უნდა უთხრათ მთავრობას, რომ იყოს ცვლილებები. პროტესტის ფორმა რაც გაქვთ, იქნება ეს დემონსტრაცია, უნდა მიყვეთ მას, რომ საქართველოში რეალური ცვლილებები დადგეს. ჩვენ დასავლეთიდან და ვეროპარლამენტიდან ვერ მოგეხმარებით. ეს შეუძლებელია“ –  აცხადებს  ევროპარლამენტარი იოახიმ კუსი.

მისივე შეფასებით,  რაღაც თავად ხალხმა უნდა გააკეთოს.

„ჩვენ ვერ შევცვლით შიდა პოლიტიკურ ვითარებას. უნდა იქონიოთ გავლენა მთავრობაზე და როდესაც ერი გაერთიანებულია, მთავრობა უკან დაიხევს“ – ასეთია ევროპარლამენტარის გზავნილი.

 

მსგავსი თემები