„უკრაინა და მოლდოვა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“ – ესტონეთის პრემიერი

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს თანხმობა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება საქართველოს, ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი“ – აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასი.

პრემიერის შეფასებით, რეფორმები აუცილებელია და ეს საქართველომ უნდა გაათვითცნობიეროს.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის  ევროპული პერსპექტივის იმედის მიცემა. მნიშვნელოვანია გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა,  პოლიტიკური დრო, როდესაც ყველა ერთმანეთს ჰკიდებს ხელს და ყველაფერს აკეთებს აუცილებელი რეფორმებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს თანხმობა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება საქართველოს, ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი.  ეს ყველაფერი დაკავშირებულია  გარკვეულ პირობებთან, რომლებსაც უნდა მიჰყვეთ, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ ევროკავშირის წევრობა“, – განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის სამიტმა სამი ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

 

მსგავსი თემები