,,იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, უფლება არა აქვს პრემიერს ამ ტონალობაში ელაპარაკოს”- ირაკლი ზარქუა

უმრავლსობის წევრი ირაკლი ზარქუა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან იყო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლება სიმართლის მოსმენა ვერ აიტანეს.

,,იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, საკუთარი მოსახლეობა წამებაში გამოატარა, ადამიანის უფლებები ციხეში თუ ციხის გარეთ წლების განმავლობაში გათელა და ბიზნესი დააწიოკა მორალური უფლება არა აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს და მის პრემიერ-მინისტრს ამ ტონალობაში ელაპარაკოს. გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ ერთი საათი, რომელიც პრემიერს ჰქონდა, რათა სიმართლე ეთქვა მათ შორის ოპოზიციისთვის, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს… ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იმ 12 პუნქტიდან, რომელთაგან პირველი თვალსაჩინოა, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი – ესაა დეპოლარიზაცია. სწორედ ამის ნიველირება ხდებოდა. ოპოზიციის მხრიდან იყო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა”- განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარების განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი პოზიცია ,,ნაციონალურ მოძრაობის” ნარატივს ემთხვევა.

,,კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მე საუბარი არ მაქვს “ნაციონალური მოძრაობის “პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, EPP-ის წარმომადგენელი მაგალითად რამდენიმე, მათ შორის ქალბატონი რასა, მათ შორი ფოტიგა, მათ შორის კიდევ არიან კუბილიუსები და ასე შემდეგ, ბუნებრივია, მათი პოზიცია სწორედ ასეთი იქნება. ერთი-ერთში ჯდება გუბაზის მაგალითად, კიდევ ვინ გყავთ აქ ლიდერები “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ ნარატივში და ეს ჩემთვის არ არის ობიექტური”, – თქვა ირაკლი ზარქუამ. 

მსგავსი თემები