„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი სამივე ქვეყანას ულოცავს  

ბრიუსელში, ისტორიული გადაწყვეტილების დასრულების შემდეგ, ლიდერებმა, შარს მიშელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ემანუელ მაკრონმა ბრიფინგი გამართეს. როგორც  ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, სამივე ქვეყანამ უნდა განახორციელოს რეფორმა, რომ საბოლოო შედეგი დადგეს.

„დღეს ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს, ასევე, პრეზიდენტ ზურაბიშვილს. სამივე ქვეყანა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრია. მათი ევროპული მომავალი დღეს დადასტურდა. ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ, რომ ვაჟღერებ ამ გადაწყვეტილებას. სამივე ქვეყანამ უნდა შეასრულოს „საშინაო დავალება, რომ სვლა განაგრძოს გაწევრიანებისკენ.  დარწმუნებული ვარ, რომ იმუშავებენ და მაქსიმუმს გააკეთებენ. ეს უნდა გააკეთონ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპულ ოჯახში შესასვლელად საჭიროა რეფორმები, არამედ იმიტომ, რომ ეს რეფორმები კარგია საკუთრივ ამ ქვეყნებისთვის და მათი დემოკრატიისთვის, რაც საბოლოო ჯამში, მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის უკან გამოცხადდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს. საქართველოს კი დრო მისცეს, განახორციელოს რეფორმები.

 

მსგავსი თემები