„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს”- გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება. მისი თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს.

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“,- წერს გიტანას ნაუსედა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით  მიმართა.

მსგავსი თემები