„აზოვსტალში“ ჩარჩენილი ქალები, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან, კერძოდ კი „აზოვსტალის ქარხნიდან“ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერესჩუკის ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიიდან ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია. „პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია“ – აცხადებს ვიცე-პრემიერი.  

მეტი...

„პუტინი ლაჩარია“ – ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პრეზიდენტ  პუტინს ლაჩარს უწოდებს. მისი შეფასებით, ადამიანი, ვინც ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან ომს აწარმოებს ლაჩარია. აღნიშნული შეფასება ნენსი პოლოსიმ MSNBC-სთან ინტერვიუში გააკეთა. „პუტინი ლაჩარია. ის მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ის ბავშვებს ებრძვის და მათ ომის იარაღად იყენებს. პუტინი ლაჩარია, ზელენსკი კი- გმირი“, – ასეთია ნენსი პელოსის შეფასება.  

მეტი...

„რუსეთი აწარმოებს გაუმართლებელ ომს“ – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ევროკავშირი უკრაინის მიმართ სოლიდარულია და პოზიციაც უცვლელია – რუსეთი აწარმოებს არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ ომს უკრაინაში. „სხვებთან ერთად, სოლიდარობით ვდგავართ უკრაინის და მისი მოსახლეობას მიმართ სხვადასხვა საშუალებებით. საუბარია  როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ეკონომიკურ სანქციებისა და საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე. რამდენიმე დღის წინ იყო კიდევ ერთი დიდი დონორების კონფერენცია, რომელიც ვარშავაში გაიმართა, სადაც ევროპული კომისიამ ბევრ წევრ სახელმწიფოსთან ერთად, გასცა მეტი რესურსების დაპირება, რომ უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.  

მეტი...

კარლ ჰარცელის შეფასებით, კითხვარების მიღების შემდეგ, ბურთი ევროკომისიის მოედანზე ინაცვლებს

ევროკავშირის ელჩმა საქარველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც ელჩმა აღნიშნა, კითხვარის მეორე ნაწილის მიღების შემდეგ, ბურთი ევროკომისიის მოედანზე გადადის. „მეორე ნაწილის პასუხებთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი არის, რომ დაპირებისამებრ, ის მოვა დროულად. ეს მოხდება სამშაბათს ან სხვა დღეს. მჯერა, რომ ეს შემდეგი კვირის დასაწყისი იქნება. ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, რომელიც შეიმუშავებს თავის მოსაზრებას ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნებისთვის წარსადგენად“, – განაცხადა ჰარცელმა ჟურნალისტებთან ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს…

მეტი...

დიასახლისმა სადილში მარილის ნაცვლად სასუქი ჩაყარა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა. ისინი მწვავე ინტოქსიკაციით კლინიკაში გადაიყვანეს. მოწამლულია მეზობელიც, რომელმაც სასუქიანი კერძი მიირთვა. როგორც ირკვევა, დიასახლისმა შემთხვევით, კერძში მარილის ნაცვლად პესტიციდი ჩაყარა, რომელიც ვიზუალურად მარილს ჰგავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ხაშურიდან თბილისში გადმოიყვანეს.  

მეტი...

„უკრაინელები გააფრთხილეს, სასტუმროები 6 მაისიდან დატოვონ“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველია, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ უახლოეს დღეებში საცხოვრებელი ფართები გაათავისუფლონ. „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მომართვის და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს – 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება. პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს,…

მეტი...

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს

„ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს“ – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მოთხოვნას. „ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა…

მეტი...

ნატო რუსეთს ისევ აფრთხილებს, ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

9 მაისის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მზარდია. ნატო რუსეთს ისევ მიმართავს, რომ ამ განზრახვაზე ხელი აიღოს. „ჩვენი გზავნილი შემდეგია – ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს მდგომარეობას, როდესაც ყველა მხარე მხოლოდ დამარცხებული იქნება. ატომური ომის წარმოება დაუშვებელია, მათ შორის რუსეთისთვის“, – ასეთია ნატოს გენერალური მდივნის გზავნილი. იენს სტოლტენბერგს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინაში ომი უფრო მწვავე ეტაპზე გადავა. „გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე“, – აცხადებს სტოლტენბერგი.  

მეტი...

უკრაინას აშშ-დან გამოყოფილი თანხა ამოეწურა, ამიტომ, აშშ-მ მორიგი პაკეტი დაამტკიცა

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, შტატები უკრაინას არასდროს მიატოვებს. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინამ აშშ-დან გამოყოფილი დახმარების პაკეტი ამოწურა, შტატებმა მორიგი პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა გააკეთა. „შეერთებული შტატები აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას თავგანწირვით იცავენ. ვაცხადებ უსაფრთხოების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფს“, – აცხადებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამერიკისგან გამოყოფილი 150 მილიონი დოლარი უკრაინის შეიარაღებას მოხმარდება

მეტი...

რუსეთმა უკრაინის ნავსადგურში 90 ტონა მარცვლეული დაბლოკა და საწყობებს ბომბავს

უკრაინის მხარის ინფორმაციით, 90 ტონა მარცვლეული, რომელიც უკრაინის ნავსადგურში იყო, რუსეთს ბლოკირებული აქვს. დენის შმიგალის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით რუსეთი მორიგ კრიზისს ქმნის. „ჩვენი მარცვლეულის 90 მილიონი ტონა ბლოკირებულია. ისინი შემდეგ კრიზისს ქმნიან, ისტორიაში პირველად სხვა ქვეყნების პორტების დაბლოკვით. ისინი რაკეტებით ჩვენს მარცვლეულის საწყობებს ბომბავენ. რაკეტებით ექვსი უმსხვილესი მარცვლეულის საწყობია განადგურებული. თუ მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად არ მოვაგვარებთ ამ საკითხს, წლევანდელ მოსავალს ვერსად შევინახავთ. სასურსათო კრიზისი მსოფლიოში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, – აცხადებს პემიერი შმიგალი.  

მეტი...

ამერიკისგან გამოყოფილი 150 მილიონი დოლარი უკრაინის შეიარაღებას მოხმარდება

150 მილიონი დოლარი რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის გამოყო, შეიარაღებას და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, თანხის გამოყოფაზე ნებართვა უკვე მიღებულია. „ნებართვა 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი იარაღის, აღჭურვილობისა და მარაგის გამოყოფის შესახებ უკვე გაცემულია. ეს საჭიროა, რომ გაძლიერდეს თავდაცვა აღმოსავლეთში რუსეთის თავდასხმის დასაპირისპირებლად“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანო ენტონი  ბლინკენი. სახელწიფო მდივნის ინფორმაციით, დახმარებაში შედის  25 000 საარტილერიო ტყვიას, არტილერიის საწინააღმდეგო რადარებს და სხვა აღჭურვილობას.

მეტი...

„აზოვსტალიდან“ მოსახლეობის გამოყვანა დღეს გაგრძელდება

ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის ქარხნიდან“ გუშინ 50 მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა მოხერხდა. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ევაკუაცია დღესაც გაგრძელდება. „პარასკევს „აზოვსტალიდან“ 50 ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა. უკანა გზაზე ხალხის აყვანა „პორტ-სიტიში“ უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რადგან სრული კოლონა იძულებული იყო, „აზოვსტალთან“ მდგარიყო. იქ იყო შეტაკებები და სხვა პროვოკაციები. მტერი მუდმივად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. ამიტომ ევაკუაცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა. თუმცა დღეს ჩვენ მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ 50 ქალის, ბავშვისა და მოხუცის გამოყვანა. ხვალ დილით ევაკუაციის ოპერაციას გავაგრძელებთ“, -აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.  

მეტი...

მოლდოვის პრეზიდენტი სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს მიმართავს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით  შეწუხებულია და ქართულ მხარეს მიმართავს. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაცია არსებობს. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ და მის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. ჯანმრთელობის უფლება ღირსეული ცხოვრებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნაწილია”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

ბათუმში, სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 22 ადამიანი დააკავეს                  

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და სამართალდაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი კი კარვები გახდა, რომელიც აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გაშალეს. სამართალდამცველებმა კარვები აიღეს და აქციის აქტიური მონაწილეები დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია  აქციის 22 მონაწილე. ყველანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ რომ კარვებში მანამ იქნებოდნენ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანდნენ.

მეტი...