„აზოვსტალიდან“ მოსახლეობის გამოყვანა დღეს გაგრძელდება

ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის ქარხნიდან“ გუშინ 50 მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა მოხერხდა. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ევაკუაცია დღესაც გაგრძელდება.

„პარასკევს „აზოვსტალიდან“ 50 ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა. უკანა გზაზე ხალხის აყვანა „პორტ-სიტიში“ უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რადგან სრული კოლონა იძულებული იყო, „აზოვსტალთან“ მდგარიყო. იქ იყო შეტაკებები და სხვა პროვოკაციები. მტერი მუდმივად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. ამიტომ ევაკუაცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა. თუმცა დღეს ჩვენ მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ 50 ქალის, ბავშვისა და მოხუცის გამოყვანა. ხვალ დილით ევაკუაციის ოპერაციას გავაგრძელებთ“, -აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.

 

მსგავსი თემები