რუსეთმა უკრაინის ნავსადგურში 90 ტონა მარცვლეული დაბლოკა და საწყობებს ბომბავს

უკრაინის მხარის ინფორმაციით, 90 ტონა მარცვლეული, რომელიც უკრაინის ნავსადგურში იყო, რუსეთს ბლოკირებული აქვს. დენის შმიგალის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით რუსეთი მორიგ კრიზისს ქმნის.

„ჩვენი მარცვლეულის 90 მილიონი ტონა ბლოკირებულია. ისინი შემდეგ კრიზისს ქმნიან, ისტორიაში პირველად სხვა ქვეყნების პორტების დაბლოკვით. ისინი რაკეტებით ჩვენს მარცვლეულის საწყობებს ბომბავენ. რაკეტებით ექვსი უმსხვილესი მარცვლეულის საწყობია განადგურებული. თუ მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად არ მოვაგვარებთ ამ საკითხს, წლევანდელ მოსავალს ვერსად შევინახავთ. სასურსათო კრიზისი მსოფლიოში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, – აცხადებს პემიერი შმიგალი.

 

მსგავსი თემები