ნატო რუსეთს ისევ აფრთხილებს, ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

9 მაისის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მზარდია. ნატო რუსეთს ისევ მიმართავს, რომ ამ განზრახვაზე ხელი აიღოს.

„ჩვენი გზავნილი შემდეგია – ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს მდგომარეობას, როდესაც ყველა მხარე მხოლოდ დამარცხებული იქნება. ატომური ომის წარმოება დაუშვებელია, მათ შორის რუსეთისთვის“, – ასეთია ნატოს გენერალური მდივნის გზავნილი.

იენს სტოლტენბერგს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინაში ომი უფრო მწვავე ეტაპზე გადავა.

„გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

 

მსგავსი თემები