ბათუმში, სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 22 ადამიანი დააკავეს                  

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და სამართალდაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი კი კარვები გახდა, რომელიც აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გაშალეს.

სამართალდამცველებმა კარვები აიღეს და აქციის აქტიური მონაწილეები დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია  აქციის 22 მონაწილე. ყველანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ რომ კარვებში მანამ იქნებოდნენ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანდნენ.

მსგავსი თემები