თურქეთში, მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა – დაღუპულია 8 ადამიანი

თურქეთში ნავის ჩაძირვას 8 მიგრანტი ემსხვერპლა. შემთხვევა მუგლას პროვინციაში მოხდა. ნავს 15 მიგრანტი გადაჰყავდა. მაშველები 7 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში სანაპირო დაცვის გემები და ვერტმფრენებია ჩართული. ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წამოსული მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრის მიზნით, ხმელთაშუა ზღვის სახიფათო მარშრუტს ირჩევენ, რაც უმეტეს შემთხვევაში ტრაგიკულად სრულდება.

მეტი...

ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს

ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სოფელ გურჯაანში, ერთ-ერთ თონეში 60 და 35 წლის მამაკაცები უგონო მდგომარეობაში თანამშრომელმა ნახა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

წელს, პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი გორში გაიმართება

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი მიმდინარე წელსაც რეგიონში გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში 6 იანვარს, 17:00 საათზე ჩატარდება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს. პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე დასწრების ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, მოუსმინოს ქართული ესტრადის ვარსკვლავებსა და გორის თეატრის მსახიობებს, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ. „იმის გათვალისწინებით, რომ გორელები ყოველთვის განსაკუთრებულად ეკიდებოდნენ ქართულ ფოლკლორსა და ქართულ საგუნდო სიმღერას, მაყურებლის წინაშე 6 იანვარს წარდგებიან ასევე გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო…

მეტი...

“თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა, ახალი პოლიტიკური რეპრესიებით” – შალვა ნათელაშვილი

საქალაქო სასამართლოში, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი მიმდინარეობს, “ლეიბორისტული პარტიის” წევრები  იმყოფებიან. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სასამართლოს, პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებისთვის იყენებს. “დღეს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა და სწორედ ამ ცრუ, თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა ახალი პოლიტიკური რეპრესიებით. პირველი მსხვერპლი გახდა ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც იცავდა შვილმოკლული მამის უფლებებს გარემოვაჭრეებთან ერთად, რომლებმაც ისტორიული ზნეობრივი მაგალითი აჩვენეს და არ იკადრეს დამდგარიყვნენ იქ სამუშაოდ, სადაც საპროტესტო აქცია მიდის უკვე ამდენი თვეა. ეს შენობა და ეს სასამართლო გახლავთ რეპრესიების ცეხი,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი. “ლეიბორისტული პარტიის” წევრს სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა…

მეტი...

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ექიმების ინფორმაციით, გურჯაანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პურის საცხობში, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი თანამშრომელმა დღეს იპოვა. მძიმე მდგომარეობის გამო, ორივე თბილისში გადმოიყვანეს და ამ დროისთვის, პაციენტები მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.  “ამ ეტაპზე ორივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კრიტიკულად მძიმეა ორივე. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დასტაბილურდება. არ ვიცით ანამნეზისა და ინტოქსიკაციის ხანგრძლივობა, ნანახია გამთენიისას ორივე. როდის გახდნენ ცუდად, როდის დაიწყო ეს პრობლემები, არავინ არ იცის,” – აღნიშნა მკურნალმა ექიმმა. 

მეტი...

ავსტრალიაში, ტყის ხანძრებისგან ნახევარი მილიარდი ცხოველი მოკვდა

გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ავსტრალიაში, ახალი უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით, ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.  სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანძრისგან დახლოებით, 480 მილიონი ძუძუმწოვარი, ფრინველი და რეპტილია დაიხოცა. „კვლევა აჩვენებს, რომ დამწვარ ტერიტორიებზე ცხოველებს არ ჰყოფნით საკვები და თავშესაფარი, რათა გარეულ მტაცებლებს დაემალონ. ეს კი პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს”- ამბობს პროფესორი კრის დიკმანი. ხანძარმა, რომელიც რამდენიმე თვეა მძვინვარებს, 20 ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. სტიქიამ დახლოებით 5 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

მეტი...

“მოსამართლემ, პრაქტიკულად, მუშაობა ამიკრძალა, “მთავარი არხის“ პარალიზება უნდათ” – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესს აფასებს.  გვარამიას თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი „მთავარი არხის“ პარალიზებაა.  „ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი გიორგი არევაძე. ეს ის მოსამართლეა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს იხილავს. ყოველ კვირას 2 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში და, პრაქტიკულად, მუშაობა ამიკრძალა. „მთავარი არხის“ პარალიზება და არასასურველი პირისთვის დროულად ყალბი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა – ესაა ამ ნაძირალა ფსევდომოსამართლის ამოცანა. უზურპატორი უნდა დავამხოთ და ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი ციხეში, მოსამართლიან პროკურორიანად“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.  შეგახსენებთ, გამოძიების მტკიცებით,…

მეტი...

წნორში მომხდარი მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო წნორში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული ი.გ. „მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. „პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო…

მეტი...

“პირველი რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრია და შეუძლებელია, იქ ქაოსური გარევაჭრობა დავუშვათ” – თბილისის მერია

“თბილისის მერია ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც დროებით, ახალი წლის პერიოდში დაშვებულია გარევაჭრობა. წელსაც, გარევაჭრობისთვის გამოიყო რამდენიმე ადგილი, რომელთაგან ორზე – პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია”, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, აგრეთვე, გამოყოფილი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და დედაქალაქის მასშტაბით შემდეგი ადგილები: • ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე; • ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; • მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე; • ვერის ბაღის შესასვლელთან; • მეტროსადგურების – ,,დელისის“ და…

მეტი...

აჭარაში, გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

აჭარაში, გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებს ბოლო პერიოდში, დღის განმავლობაში 250-მდე ადამიანი მიმართავს. უწყების ცნობით, მიმართვიანობის მატების მიუხედავად მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსი ფიქსირდება. არის „ეიჩ ერთისა“ და „ეიჩ სამის“ შემთხვევებიც. მინისტრის განცხადებით, კლინიკები და ამბულატორიები დასვენების დღეებშიც იმუშავებენ.

მეტი...

წყლის პრობლემა გუდაურში – დამსვენებლების ნაწილმა კურორტი დატოვა

გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემაა, “რედკოს” დასახლების წყლით მომარაგება, ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, მიდმინარეობს სამუშაოები დროებითი სატუმბო სადგურის მოსაწყობად, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება.  “გუდაურში მცირე ტექნიკური პრობლემა შეგვექმნა, შემცირდა დებიტი, რაც უამინდობისგან იყო გამოწვეული. მათ ვეხმარებით, როგორც ტექნიკური წყლის მიწოდებით, ასევე სახანძრო მანქანებით იმისათვის, რომ ხალხმა წყლის ის პირველადი რაოდენობა მოიხმაროს, რაც სჭირდებათ. პრობლემის მოგვარების მიზნით, მთელი კომპანიის ბირთვია აქ მობილიზებული. გვინდა, რომ დღესვე დავასრულოთ სამუშაოები, რომ დღესვე მივაწოდოთ მოსახლეობას წყალი,” – განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ. გუდაურს მესამე დღეა წყალი შეფერხებით…

მეტი...

“პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა” – რეკომენდაციები იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორისგან

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობა მკვეთრადაა გაზრდილი და პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა. ჩხაიძე ერთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ურჩევს, ტემპერატურის მომატების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს, რადგან სწორედ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, პაციენტის მკურნალობა საავადმყოფოში გაგრძელდეს, თუ სახლის პირობებში. “მომართვიანობა მკვეთრადაა მომატებული, პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა. დღევანდელი მონაცემებით, 62 პაციენტი წევს იაშვილის კლინიკაში. B ტიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები პირველ რიგში ტემპერატურის და ზოგადი მდგომარეობის სიმძიმეს განსაზღვრავს, გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობა ნიშნავს, რომ გართულებების რისკი არის ნაკლები, თუმცა უეცრად განვითარებული მაღალი ტემპერატურა, ყელის…

მეტი...

2020 წლის პირველი თებერვლიდან სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, მიკროსაფინანსოებს და სესხის გამცემ სუბიექტებს პირველი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ…

მეტი...

ქუთაისში 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა. შემთხვევა ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი იმერეთის რაიონიდან იყო და ის ქუთაისში ქირით ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას სტამბოლში დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ ჩაუტარდება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ ესაჭიროება. ის, თურქეთის ამერიკულ კლინიკაში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ რჩება. მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმ-სპეციალისტთა დაკვირვება კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება. “ცოტნე გამსახურდია, თურქეთში ამერიკულ კლინიკაშია. ის გამოკვლევებსა და მკურნალობას იტარებს. მდგომარეობა არის სტაბილური და არანაირი ოპერაციის გაკეთებას არ საჭიროებს. ორიენტაცია აღებული გვაქვს ერთ თვეზე, დაწვრილებით და დეტალურად კი ამ დღეებში გამოჩნდება,” – აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა. 

მეტი...

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2019 წლის დეკემბერში, წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 6.3%-ით გაიზარდა. ხორცი, ხორცპროდუქტები, ასევე, თევზეული და რძის ნაწარმი გაძვირებულია 2.3 პროცენტით. ფასი შემცირდა შაქარსა და ტკბილეულზე.

მეტი...

თბილისის გარეუბნებში თოვლჭყაპია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-4 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. 5-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ქ. თბილისში ამაღამ და ხვალ, 4 იანვარს, დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს. 5-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მეტი...

“ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა, “ანაკლიის კონსორციუმმა” ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა” – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო “ანაკლიის კონსორციუმის” შესახებ, განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან. სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედავად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად, მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის…

მეტი...

პარლამენტთან აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ, დაკავებულია ლაშა ჩხარტიშვილი

  პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობა “შეცვალე” მალხაზ მაჩალიკაშვილსა და გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმდება ტერიტორიაზე გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებს. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას და პროტესტის გამოხატვას, სადაც, რამდენიმე დღის წინ, კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის შენობის წინ კარვები ისევ განთავსდება და პროტესტის გამოხატვა კვლავ გაგრძელდება. პარლამენტთან იმყოფებოდა, საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,…

მეტი...

40 თეთრი 20-ის ნაცვლად – 112 – ის მომსახურება გაძვირდა

2020 წლიდან, მთავრობის დადგენილებით 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის თვეში 20-დან 40 თეთრამდე ძვირდება. 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების ფასი ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ 20 თეთრი იყო, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი. 112-ის მომსახურების ფასი ფიზიკური და იურუდიული პირებისთვის ერთნაირი ხდება. საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება.

მეტი...

დღეს, ექვთიმე ღვთის კაცის დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, ეროვნული გმირის, წმინდანი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა. ექვთიმე ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველია. ის იყო საფრანგეთში გატანილი ქართული საგანძურის მცველი. კონსტანტინე გამსახურდიამ მას მეჭურჭლეთუხუცესი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. 2002 წელს ის წმინდანად შერაცხეს და ექვთიმე ღვთის კაცი უწოდეს. მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

მეტი...

პერევი-ქარზმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

რამდენიმე დღიანი ჩაკეტვის შემდეგ საჩხერეში, პერევი-ქარზმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უკვე ახერხებენ. მათი თქმით, რამდენიმედღიან იზოლაციას განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა ბევრ ადამიანს სურდა ახლობლებთან დღესასწაულზე გადმოსვლა, რაც ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს. შეგახსენებთ საოკუპაციო რეჟიმმა, საახალწლო დღესასწაულების გამო, ერთადერთი ე.წ გამშვები პუნქტი 30 დეკემბერს დაკეტა.

მეტი...

შეერთებულმა შტატებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

შეერთებულმა შტატებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. დაღუპულია ირანული ელიტური ქვედანაყოფის “ქუდსის ძალების” ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი. პენტაგონის განცხადებით, იერიშის მიზანი ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენცია იყო. მომხდარს ირანის საგარეო უწყებაშიც გამოეხმაურნენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ამერიკის სარაკეტო იერიშს, საერთაშორისო ტერორიზმი და მოვლენათა საშიში ესკალაცია უწოდა

მეტი...

თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ბორჯომსა და სხვა ქალაქებს 30 ახალი სახანძრო მანქანა მოემსახურება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან ერთად, 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა წარადგინა, რომლებიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის” ქარხანაში, საქართველოს რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. უწყების განმარტებით, ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზი. ავტომანქანებში დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, რომლებიც სრულად…

მეტი...

“რაც გალში ხდება, დედამიწის ზურგზე, არსად ხდება” – ჰააგისთვის სარჩელი მზადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია თვლის, რომ რაც ენგურს მიღმა, კონკრეტულად კი, გალის რაიონში ხდება, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სასამართლოებისთვის მზადდება სარჩელი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ” ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვა, დეოკუპაციის შემადგენელი ნაწილია. რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, განსაკუთრებით გალის რაიონში ქართული მოსახლეობის მიმართ, დედამიწის ზურგზე არსად ხდება. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი შეფასება მივცეთ ყოველივე იმას, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ყოველივე ეს გავიტანოთ საერთაშორისო სასამართლოებში, იქნება ეს სტრასბურგი თუ ჰააგა. ჯგუფი…

მეტი...