ოკუპანტები ახალ ტერიტორიას წითელი საღებავებით ნიშნავენ, რას აცხადებენ სუს-ში?!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჩორჩანა-პერევის მონაკვეთთან გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას აკათებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფოს ე.წ. საზღვრის გავლების მცდელობის ყველა შემთხვევაზე სათანადო რეაგირება ექნება. „მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ( EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის…

მეტი...

გიორგი გახარია, დავოსში, მსოფლიოს უმსხვილესი კოპმანიების ხელმძღვანელებს შეხვდება

„ფილიპსი“, „სიმენსი“, „კოკა-კოლა“ ეს იმ მსხვილი კომპანიების მცირე ჩამონათვალია, ვისთანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება.   მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 21-24 იანვარს შედგება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრების ძირითადი ნაწილი სწორედ ეკონომიკურ საკითხებს შეეხება. „გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “New Ambitions for…

მეტი...

სადეპორტაციო ცენტრში დაჭრილ ქართველს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ

იტალიაში, სადეპორტაციო ცენტრში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, საგარეო მინისტრის მოადგილე იტალიის ელჩს შეხვდა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.    აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით.  ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ  დეტალური…

მეტი...

ირმა ინაშვილი ლორა ტორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

„პირდაპირ ვამბობ, რომ „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა, ვფიქრობ, დაინტერესებულია ფინანსურად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან. ადგილი აქვს კორუფციას და ის ფულს იღებს ამ კვლევებში”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა. “მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება საგამოძიებო სტრუქტურებმა, მითუმეტეს, როცა „ენდიაი“ და „აირაი“ თანამშრომლობენ ქართულ კომპანიებთან. ეს დანაშაული ხდება საქართველოს ტერიტორიაზე“ – აღნიშნა ინაშვილმა. ინაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ამერიკის კონგრესს, სენატსა და აშშ-ის ხელისუფლებას მიეწოდოს ინფორმაცია საქართელოში “ენდიაისა” და “აირაის” საქმიანობასთან დაკავშირებით. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი 26 იანვრიდან აშშ-ს საელჩოსთან აქციასაც აანონსებს. „ყველა კონგრესმენი და სენატორი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის ახალი ელჩი, რომელიც…

მეტი...

“ეს ორგანიზაციები ქართულ კომპანიებთან ერთად, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას” – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ენდიაის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. „ბოლო დღეების მანძილზე ძალზედ აქტუალურია თემა „ენდიაის“ ე.წ კვლევებთან დაკავშირებით. ეს თემა აქტუალურია არა მხოლოდ ბოლო დღების მანძილზე, არამედ ოთხმოცდაათიანებიდან დღემდე. ეს ამერიკული ორგანიზაციები, რომელთა სათაო ოფისები მდებარეობს ამერიკაში, ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციები არიან, მათი თბილისის ფილიალები ადგილობრივ ქართულ კომპანიებთან ერთად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას საქართველოში, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პირდაპირ და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. კვლევები და გამოკითხვები, რასაც ამ ორგანიზაციების თბილისის…

მეტი...

“4 თებერვლიდან პარლამენტის პიკეტი განახლდება” – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 4 თებერვლიდან ოპოზიცია პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტს განაახლებს. გოცირიძის განმარტებით, მმართველი გუნდი საპროტესტო აქციების ფონზე, არჩევნებამდე ჩამოშლილი მივა. “ქართული ოცნება” არ არის მზად, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ერთადერთი რაც, მათ ესმით, ეს არის ძალა. ამიტომ ეს ძალა იქნება გამოყენებული და ჩვენ მათ ხალხის ნებას ვაჩვენებთ. იქნება სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება, ხოლო 4 თებერვლიდან განახლდება პარლამენტის პიკეტი. ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე “ქართული ოცნება” არ შეასრულებს თავის დანაპირებს. ამ პროტესტის ფონზე არჩევნებამდე მივლენ ჩამოშლილები. მათ აქვთ ორი ალტერნატივა: ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები…

მეტი...

საქართველოდან ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 0.8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7%-ით მეტია. მთლიანი საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს – 12.4% მეტი, ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარს – 0.8%-ით ნაკლები. იმპორტს, რაც შეეხება, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით იყო წარდგენილი, რომლის იმპორტმა 757.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,  მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 653.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეს სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603.7 მლნ აშშ დოლარის იმპორტით.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი – ქართველი ხალხი” – დავით ჭიჭინაძე

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი – ქართველი ხალხი და აწი რას გაითვალისწინებს და რას არა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დეპუტატის განმარტებით, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი თავი ამოწურა. “ამის უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად „ოცნებას“, თორემ „ბიუჯეტის ვირთხებს“, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ იმ მოპარულის დათმობა, რასაც ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში იპარავდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორების, კონგრესმენების და ქართველი ხალხის აზრი, შეფასება, კრიტიკა ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ფაქტია „ოცნებას“ არცერთ ენაზე არ ესმის, რადგან ინგლისურის მცოდნეებმა პარტია დატოვეს, ქართული კი მათ…

მეტი...

სტუდენტები თდასუ-სთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გუქმებას აპროტესტებს. ისინი ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ. ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით, მათ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათი განმარტებით, უნივერსიტეტს აკრედიტაცია 2021 წლამდე ჰქონდა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფის შემოსვლის შემდეგ, მათ ავტორიზაცია გაუუქმდათ. სტუდენტები ინტერსთა კონფლიქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი კონკურენტი უნივერსიტეტების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ისინი აცხადებენ, რომ მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა არ სურთ. თავად ცენტრში კი განამარტავენ, რომ უნივერისტეტს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მეორეს მხრივ კი ცენტრი ვალდებულია, სტუდენტებს მობილობა შესთავაზონ. თამარ მახარაშვილის განმარტებით, თდასუს სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება,…

მეტი...

“ბოლო ერთ კვირაში, 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა” – ამირან გამყრელიძე

„გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს 216. წინა კვირაში გვქონდა – 219. წინა კვირისგან განსხვავებით, დაახლოებით, 5%-იანი მატება გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არც ერთი შემთხვევა ისეთი მძიმე არაა, რომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებდეს. აქედან გამომდინარე, წელს გრიპის სეზონის მიმდინარეობის ტენდენცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მშვიდია. მისივე ინფორმაციით, წელს, გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი აიცრა. „სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია და…

მეტი...

ბათუმის მერიაში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმის მერიაში დღეს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს. ცეცხლი შენობაში მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა. თანამშრომლების ნაწილმა შენობა დატოვა. ლერმონტოვის ქუჩაზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მერიის თანამშრომლები სამუშაო სივრცეს უკვე დაუბრუნდნენ.

მეტი...

ბექა ოდიშარია არ ადასტურებს, რომ შესაძლოა კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავოს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავოს. ბექა ოდიშარიას განმარტებით, ამჟამად საპარლამენტო საქმიანობაზეა ორიენტირებული. “ყოველთვის ვგულშემატკივრობდი იმას, რომ კულტურის სამინისტრო ყოფილიყო ცალკე და გუნდის შიგნით. როდესაც იყო ხოლმე მსგავის ტიპის დისკუსიები, მხარს ვუჭერდი”, – განაცხადა ოდიშარიამ.

მეტი...

“კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას აზრი არ აქვს, თუ ამ სფეროსთვის ფინანსების გამოყოფა არ მოხდება” – მარიამ ჯაში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გაუმჯობესდება, თუმცა მისი თქმით, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს, სტრატეგიული პრობლემების აღმოსაფხვრელად რომელი კანდიდატი იქნება ეფექტური. როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების წინააღმდეგი იყო. „საკმარისი არ არის კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფა, თუ მისთვის მნიშვნელოვან ფინანსებს არ გამოყოფენ. ერთადერთი დადებითი გაერთიანებით იყო სახელოვნებო განათლების გაძლიერება და უკეთესი კოორდინაცია. სხვა შემთხვევაში ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა, გადაწყვეტილებების მიღება დროში უფრო გაწელილი იყო და კულტურის სფეროს ეფექტურობაზე ცვლილებამ დადებითად ვერ იმოქმედა”,…

მეტი...

„ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგვლიანი… შარაძის მკვლელობის საქმეც მალე გაიხსნება“ – კარლო კოპალიანი

„ვფიქრობ, ირაკლი შოთაძე ზუსტად იმას გააგრძელებს, რასაც პროკურატურა მისი ხელმძღვანელობით აკეთებდა, რომ პროკურატურა იყოს არა ‘ბუა” და სადამსჯელო ორგანო, არამედ სისტემა, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, დანაშაულს იძიებენ და კანონსა და წესს  მიყვებიან“ –  ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ მთავარი პროკურორობის კანდიდატზე საუბრისას გააკეთა. კარლო კოპალიანმა ყოფილი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დროს გახსნილი სს საქმეებიც ჩამოთვალა და განაცხადა რომ გურამ შარაძის საქმეც მალე გაიხსნება. „თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, შოთაძის პროკურატურა იქნება ზუსტად ის პროკურატურა. რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ დაამტკიცებს ამ დანაშაულს და დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, პასუხს აგებს.…

მეტი...

110 აბი “მეტადონი”, “ჰეროინი”, “მეტამფეტამინი” – აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ აჭარაში, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 110 აბი „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ჰეროინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკები. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

“ღრმად ვართ შეშფოთებული საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო” – ელიზაბეთ რუდი

“ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ხდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან”, – ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. რუდის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადმოწეული ხაზი, ჟენევის ფორმატზე აუცილებლად უნდა იყოს განხილვის თემა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ გაუარესებულ მდგომარეობაზე საოკუპაციო ხაზთან. ვფიქრობთ, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმი, ჟენევის ფორმატი, რათა ეს საკითხები მოგვარდეს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მეტი...

“სოციალურ მუშაკებს მოვუმატეთ ხელფასი და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯსაც გადავდგამთ” – სოფო კილაძე

“სოციალურ მუშაკებს მოვუმატეთ ხელფასი და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯსაც გადავდგამთ” , – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გასული წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა. სოფო კილაძემ წლის შეჯამებისას კომიტეტის მეირ გაწეული საზედამხედველო საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება. “ჩვენ ვმუშაობთ სოციალური მუშაკის იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე, რომელი ცვლილებებიც 2018 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ადამიანთა უფლებების კომიტეტის ინიციატივით. სოციალურ მუშაკებს მოვუმატეთ ხელფასი და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯსაც გადავდგამთ. ვამატებთ სულ მცირე 200 სოციალურ მუშაკს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რეგიონებშიც. ასევე, სოციალური მუშაკის ინსტიტუტი გვექნება 2020 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობებში”, –…

მეტი...

“ზღაპრები უთხრას მათ, ვინც დაარიგა” – ანრი ოხანაშვილი მის მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირზე

„ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც მას ეს ყველაფერი დაარიგა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მის მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირზე საუბრისას განაცხადა.  ანრი ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული პირი ყველაფერს კადრულობს და არც იმას გამორიცხავს, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, მას უფრო მძიმე რამ ჰქონოდა დაგეგმილი. “მისი ასეთი საქციელის გამო, ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს, რაც განახორციელა, არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, შეკვეთით მოქმედებდა. ასევე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს ინსცენირება მასზე თავდასხმის, შემდგომ კი ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ზღაპრები უთხრას მათ,…

მეტი...

მაისურაძე, ბოლქვაძე, ოდიშარია – ვინ იქნება კულტურის სფეროს ახალი ხელმძღვანელი?

განათლების და კულტურის სამინისტროების  გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურის სფეროს ხელმძღვანელად დღეს სამი გვარი დასახელდა. ესენია: ბადრი მაისურაძე, ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია. საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

მეტი...

„შოთაძემ მონსტრის ჰუმანიზაცია მოახდინა“ – კარლო კოპალიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი კარლო კოპალიანი, რომელიც რამდენიმე დღეში ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი გახდება, აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძემ სისტემა რადიკალურად შეცვალა და ნამდვილ პროკურატურას დაამსგავსა. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, სწორედ შოთაძის პროკურატურაში გახდა რეფორმები ხელშესახები. „ჩვენ ვიხილეთ, დაზარალებული ოჯახების რეაქცია ირაკლი შოთაძის პროკურორობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით. იგივე, ზაზა სარალიძის რეაქცია, სადაც ყველაფერია ნათქვამი. მე სხვა კუთხით შეგახედებთ. ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და პარალელებსაც გავავლებ. შოთაძემ შექმნა ის მოცემულობა რომელის წარმოდგენაც ძნელი იყო წლების უკან, შოთაძემ, გარკვეულწილად, ჰუმანიზაცია მოახდინა ამ მონსტრის. პროკურატურა, რომელიც იყო სადამსჯელო იარაღი საკუთარი ხალხის, აქცია პროკურატურად, რომელიც ფაქტებსა და არგუმენტებზე…

მეტი...

“ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია ოპოზიციისთვის” – არჩილ თალაკვაძე

“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის მზადება მიმდინარეობს. „ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია ოპოზიციისთვის, ეს არის 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე ვემზადებით დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციული. შემდეგ რაუნდზე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზების. თუ არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას და ვერ მოხერხდება შეთანხმება, მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მეტი...

“რუსი ოკუპანტები ჩორჩანა-პერევის მიმართულებით ახალი ტერიტორიის მითვისებას აპირებენ” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ახალი ტერიტორიების მითვისებაზე საუბრობს.  დავით ქაცარავას მტკიცებით, რუსი ოკუპანტები ჩორჩანა-პერევის მიმართულებით აპირებენ მიითვისონ ტერიტორია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. ქაცარავას თქმით, ოკუპანტები ნაცად მეთოდს მიმართავენ და ხეებს ნიშნავენ, სადაც, მისივე მტკიცებით, გაზაფხულზე მავთულხლართებს ვიხილავთ.  “ამჯერად ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით თავიანთ კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს: ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ. თუმცა, უკვე დღეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფაქტიურად დაკარგა შესაძლებლობა შევიდეს იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ უპრობლემოდ გადაადგილდებოდა.” – წერს დავით…

მეტი...

„შოთაძის წარდგენით ის ადამიანები გაღიზიანდნენ, რომლებიც მას ვერ იტანენ და არ უნდათ, ისევ პროკურორად იხილონ“ – კარლო კოპალიანი

პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, რომელიც მალე ტექნიკურ უნივერსიტეტში კანცლერის პოზიციაზე გადაინაცვლებს, აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის პროკურორობა იმ ადამიანებს არ აწყობთ, რომლებიც მას ვერ იტანენ. მთავარი პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე ირაკლი შოთაძის წარდგენასთან დაკავშირებით კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „შოთაძე წარადგინა ტექნიკურმა უნივერსიტეტს აკადემიურმა საბჭომ, რომელშიც 39 მეცნიერი ირიცხება. ბატონი შოთაძე არის ტექნიკური  უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.  აქედან გამომდინარე, მისმა უნივერსიტეტმა საჭიროდ ჩათვალა მისი კანდიდატურის წარდგენა საპროკურორო საბჭოზე. ვესწრებოდი აკადემიური საბჭოს სხდომას, სადაც ეს საკითხი განიხილეს. მე არ ვარ საბჭოს წევრი და ამიტომ, კენჭისყრაში მონაწილება არ მიმიღია და არც ხმა მიმიცია“ – განაცხადა კარლო…

მეტი...

“ზაქარია ქუცნაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო” – არჩილ თალაკვაძე

“ზაქარია ქუცნაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე და არ მგონია, ეს გადაწყვეტილება შეცვალოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, არ ყოფილა პრეცედენტი, რომ დეპუტატს მანდატზე უარი ეთქვას და პროპორციული სიით პარლამენტში კვლავ დაბრუნებულიყოს. „მართალია, ზაქარია ქუცნაშვილს პროპორციული სიით ეკუთვნის პარლამენტში შესვლა, თუმცა ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ პარლამენტარს ეთქვას უარი თავის მანდატზე და შემდეგ პროპორციული სიით ხელახლა შემოსულიყო პარლამენტში. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც იმის აუცილებლობა აქვს, ხელახლა შემოიყვანოს დეპუტატი. ვფიქრობ, ეს კითხვა პირველ რიგში მას უნდა დაუსვათ. მან ძალიან…

მეტი...

კარლო კოპალიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდიტს შეიყვანს (ვიდეო)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ახალი კანცლერი, დეპუტატი კარლო კოპალიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდის შეყვანას გეგმავს. როგორც კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ იცოდეს, რას იბარებს. „ენდე, მაგრამ, შეამოწმე“ – ეს არის ცნობილი გამონათქვამი და მეც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ. ვფიქრობ, ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდიტის შეყვანა საჭიროა და ეს  საქმიანობას გამიადვილებს.  უნივერსიტეტის კანცლერის პოზიცია ეს არის ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია, ანუ, ყველაფერი, რაც სასწავლო პროცესის გარდა, უნივერსიტეტში ხდება. კანცლერის ფუნქციაა საფინანსო ხელმძღვანელობა, სამეურნეო ხელმძღვანელობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, მისი მოწესრიგება, ხელფასები, სტუდენტები, სტუდენტური სესხები, სტუდენტური საცხოვრებლები, მოკლედ, ყველაფერი“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავართან“.    …

მეტი...

მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო

ხარჯების შემცირების მიზნით, გაერთიანებული სამინისტროების ნაწილი ისევ გაიყოფა. გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო. საუბარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უწყებაზე. “ქართულმა ოცნებამ” აღიარა, რომ რომ ეს იყო შეცდომა და აუცილებელია კულტურის სამინისტრო დაუბრუნდეს თავის საწყის ადგილს. გაყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

მეტი...

ზაქარია ქუცნაშვილის უარის შემდეგ, პარლამენტში შესვლა ვალერი გელაშვილს უწევს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს. როგორც ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება, თქვა სიტყვა, რომ პარლამენტს ტოვებდა და ამ სიტყვის გატეხვას არ აპირებს. ზაქარია ქუცნაშვილის უარით კი პარლამენტის წევრობა ყოფილ დეპუტატზე, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე გადადის. „მედაიცენტრი მთავარი“ვალერი გელაშვილსაც ესაუბრა. როგორც ბიზნესმენმა გვითხრა, პარლამენტში შევა თუ არა, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა, პოლიტიკაში დაბრუნებაზე ფიქრობს. „ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, შევალ თუ არა პარლამენტში. ზაქარიას შემდეგ მიწევს შესვლა. შეიძლება შევიდე, შეიძლება არა. საქმეებში ვარ ისე ჩართული, სარგებელი უფრო ამ საქმეებში მაქვს, ვიდრე პარლამენტში შესვლით.…

მეტი...

“საპარლამენტო მანდატზე მეორედ ვამბობ უარს” – ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს. “მედიაცენტრი მთავარი” ქუცნაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “ბევრი ადამიანი ინტერესით ელოდება – ვისარგებლებ თუ არა კანონით მონიჭებული ადგილმონაცვლეობის უფლებით, რის საშუალებასაც 2016 წლის  საპარლამენტო სიით განსაზღვრული რიგითობა მაძლევს. დავთანხმდები თუ არა ისევ დავიკავო დეპუტატის ადგილი საქართველოს პარლამენტში. მართლაც დიდი პატივია ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საკუთარი ამომრჩეველის ინტერესებს წარმოადგენდე და  მის უფლებებს იცავდე. ჩემი შეხედულებით პოლიტიკოსი, ისევე როგორც  სხვა სფეროში მომუშავე ადამიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია თავისუფალი თუ შეუძლია ნებისმიერ ქმედებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა დაინახოს; თუ ადამიანურ სოლიდარობას თანამდებობის შენარჩუნების ინტერესს არ უქვემდებარებს და მის ზნეობრივ სასწორზე…

მეტი...

“ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა” – “გილიადი”

„საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია „გილიადი“ ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით“, – ამის შესახებ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ განცხადებაშია ნათქვამი.  ფარმაცევტული კომპანია, საქართველოსთვის გადმოცემული მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება. „ჩვენ ვიცით, რომ „გილიადის“ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 პროცენტს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით…

მეტი...

ტატო ღარიბაშვილს, დღეს, ციხიდან კლინიკაში ისევ გადაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს ციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს ისევ გადაიყვანენ. აღნიშნული  ინფორმაცია „მედიაცენტრმა მთავარს“  ბრალდებულის ადვოკატმა დაუდასტურა. როგორც რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში  განაცხადა, ოპერაციის საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია. „როგორც ციხის ადმინისტრაცია დაგვპირდა, პარასკევს გაიყვანეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარეს. დღეს კიდევ უნდა გადაიყვანონ, რადგან ერთი კვლევა დარჩა – მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. ამის შემდეგ დაიგეგმება ოპერაცია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდება და ისევ ის ქირურგი ჩაუტარებს, ვინც პირველი ოპერაცია გააკეთა“ – განუცხადა რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ ტატო ღარიბაშვილს ბრალი ცოტნე…

მეტი...

საქართველო-რუსეთს შორის “სპორტული დაპირისპირება” გაიმართება

20 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩს რუსეთთან გამართავს. “სპორტული დაპირისპირება” უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი დაამარცხა, შემდეგ კი იტალიისა და საბერძნეთის ძლიერ გუნდებთან დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, ჯგუფში ამ გუნდმაც ორი მატჩი, სერბეთთან და რუმინეთთან წააგო. მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის ხვალ, 20 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მეტი...